20:45 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Goldman Sachs: "ბრექსიტმა" დიდი ბრიტანეთი 114 მილიარდი აშშ დოლარით აზარალა
აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას გეგმავს

სიახლეები

შეხვედრა დონორ ორგანიზაციებთან - რა ხდება ენერგეტიკის დარგში

 

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით გაიმართა ენერგეტიკის სექტორში მოქმედი დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა უძღვებოდა.

 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და საფინანსო ინტიტუტების მხარდაჭერით მიმდინარეენერგეტიკული პროექტების მიმდინარეობის შესახებ.

 

ენერგეტიკის სექტორში მოქმედი დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების კოორდინაცია, ჩართული მხარეებსა და სამინისტროს შორის კომუნიკაციის გაძლიერება და თანამშრომლობის გაღრმავება. აღნიშნული შეხვედრა იქნება რეგულარული და გაიმართება ყოველკვარტლურად.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დონორებს გააცნო საქართველოში ენერგეტიკის სექტორში რეფორმის მიმდინარეობა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის არსებული ენერგეტიკული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზებასა და ადგილობრივი ენერგოსისტემის ევროპულ ენერგოსისტემასთან ინტეგრაციას.

 

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობას ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში და მადლობა გადაუხადა მათ ამისათვის. მან ასევე აქცენტი გააკეთა სამომავლო პროექტებზე, სადაც ჯერ კიდევ არის საერთაშორისო მხარდაჭერის საჭიროება. საპასუხოდ, დონორმა ორგანიზაციებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობაზე.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროგრამა „ევროკავშირი ენერგეტიკისთვის“ (EU4Energy), USAID-ის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), აზიის განვითარების ბანკის (ADB), მსოფლიო ბანკის (WB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატის (NVE), ასევე მთავრობის ადმინისტრაციის დონორების კოორდინაციის სამმართველოს, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...

პოპულარული