00:20 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა
აშშ თურქეთს F-35-ების აღჭურვილობას აღარ მიაწვდის

სიახლეები

პროფესიული მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამის ახალი ეტაპი დღეიდან დაიწყო

 

სოციალური მომსახურების სააგენტომ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ახალი  ეტაპი დაიწყო.

 

პროგრამაში ჩართვის მსურველების რეგისტრაცია 2 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. სწავლის პროცესი კი 15 აპრილს დაიწყება.

 

უფასო პროგრამით სარგებლობის უფლება  16 წლის ასაკს გადაცილებულ, შრომითი ქმედუნარიანობის მქონე,  საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. 

 

პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს სააგენტო ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება  1000 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი 1500 ლარს შეადგენს.  მომზადება-გადამზადების კურსები 2-დან 4 თვემდე გრძელდება.

 

მოკლევადიანი კურსების გავლა,  საქართველოს მასშტაბით,  31, როგორც სახელმწიფო ისე კერძო, აკრედიტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია  შესაძლებელი.

 

მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის საფუძველზე შემუშავდა, რომელმაც  34 მოთხოვნადი პროფესია გამოავლინა. 

 

პროგრამაში ჩართვის მსურველებისთვის აუცილებელ პირობას შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა - www.worknet.gov.ge -ზე რეგისტრაცია წარმოადგენს. სამუშაოს მაძიებელმა,  დადგენილ ვადებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით  სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართოს და  რეგისტრაცია გაიაროს.

 

სამუშაოს მაძიებელმა თან უნდა იქონიოს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, პროგრამით უპირატესი უფლებით სარგებლობისათვის შესაბამისი სამიზნე ჯგუფის მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

პროფესიული მომზადება-გადამზადების  პროგრამების შერჩევისას, სააგენტო  წინასწარი კონსულტაციების საშუალებით (მოტივაციის, პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევების, სამუშაო გამოცდილებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით), დახმარებას გაუწევს სამუშაოს მაძიებლებს  პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიღებაში.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1505. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული