14:56 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ჩინეთსა და აშშ-ს შორის ტექნოლოგიური ომი მიმდინარეობს
სეს: "უამრავ ობიექტში, სადაც შარშან შეუსაბამობები დავაფიქსირეთ, ვითარება დღეს რადიკალურად არის შეცვლილი"

სიახლეები

სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესყიდვის ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მსურველთა რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალია

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. პროგრამის მიზანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსების გზით ხელმისაწვდომობის გაზრდაა. პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.

 

პროგრამის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარის შეადგენს.

 

პროგრამაში ჩართვა შეუძლია საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ კომერციულ იურიდიულ პირს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.

 

პროგრამა საპილოტეა. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება დაიწყო 28 მარტს და 5 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადების მიღების მეორე ეტაპი კი, უახლოეს მომავალში დაიწყება. ფერმერებისა და მეწარმეების მხრიდან პროგრამაში ჩართვის უპრეცედენტოდ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მიღებული განაცხადების განხილვა უკვე დაწყებულია.

 

პროგრამა განხორციელდება „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...

ტურიზმი―საქართველოს ეკონომიკის ხერხემალი

27 მაი 2019კვირის გრაფიკი

    უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორად გადაიქცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით 2018 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3.2...