20:52 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
"ჯონოული 1“ ჰესი ოფიციალურად გაიხსნა
WP: საუდის არაბეთის მთავრობა ჟურნალისტ ხაშოგის შვილების დუმილს ყიდულობს

სიახლეები

"გლობალური ფულის კვირეული" საქართველოში წელს მეექვსედ აღინიშნა

 

ეროვნული ბანკის ორგანიზებით, "გლობალური ფულის კვირეული" საქართველოში უკვე მეექვსედ აღინიშნა. წლევანდელი "გლობალური ფულის კვირეული" ეროვნული ბანკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა და კერძო და სამოქალაქო სექტორის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. 

"გლობალური ფულის კვირეული" მსოფლიოს 160 - ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, მარტში აღინიშნება და მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებას. 2019 წლის კვირეულის გზავნილია: "ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე".

კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განათლების სამინისტროს ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებისთვის ქართული ფულის თემაზე შემოქმედებითი კონკურსი ჩაატარა, სახელწოდებით "საქართველოს ეროვნული ბანკი 100". კონკურსში საქართველოს 9 რეგიონის სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ. კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებს 100 ლარის ნომინალის ბანკნოტის ან მონეტის საკუთარი, ორიგინალური დიზაინით შექმნა ევალებოდათ. 20 გამარჯვებულ ნორჩ ხელოვანს ეროვნულმა ბანკმა 31 მარტს ყვარლის ფულის მუზეუმში, საგანმანათლებლო - გასართობ ექსკურსიაზე უმასპინძლა. ფულის მუზეუმში გამარჯვებულმა ბავშვებმა საკუთარი ნამუშევრების შესახებ ისაუბრეს. მათ ასევე  მოისმინეს ინტერაქტიული ლექცია ეროვნული ბანკისა და ქართული ფულის ისტორიის შესახებ. გამარჯვებულებმა ეროვნული ბანკისგან სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს. 

26 მარტს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო გადახდების სისტემა Visa - ს ორგანიზებით, მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში "ფინანსური ფეხბურთის" სპეციალური კუთხე მოეწყო, სადაც მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მთელი დღის განმავლობაში ეთამაშათ, შეემოწმებინათ და გაეღრმავებინათ საკუთარი ფინანსური ცოდნა. "ფინანსური ფეხბურთი" სწრაფი და დინამიური თამაშია, რომლის ფარგლებშიც მოთამაშეებმა პირადი ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უნდა უპასუხონ, რათა მოედანზე წინ წაიწიონ და გოლი გაიტანონ. "ფინანსური ფეხბურთის" ქართულენოვანი თამაში და თანმდევი სასწავლო მოდულები Visa - მ და ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს განავითარეს. ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სასახლის მოსწავლეებისთვის, ეროვნული ბანკისა და ქართული ფულის ისტორიის შესახებ ინტერაქტიული ლექცია ჩაატარეს. ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. 

ამავე დღეს, "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ" ეროვნული ბანკის ჩართულობით, საქართველოს უნივერსიტეტში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის სემინარი "როგორ ვმართოთ ფული და დავიწყოთ ინვესტირება" ჩაატარა. ამასთან, 31 მარტს "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ", აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის "სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში "მეწარმეობის" პროგრამის სწავლებაში ჩართული მინიკომპანიების გამოფენა-გაყიდვა გამართა, სადაც პროგრამაში მონაწილე 25 საუკეთესო მინიკომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი. დღის ბოლოს, ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო გუნდები გამოავლინა. 

27 მარტს, წნორში, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებისათვის ფინანსური განათლების ინტერაქტიული სემინარი ჩაატარეს. მონაწილეები სახალისო ჯგუფურ თამაშებში ჩაერთნენ და პირადი ფინანსების მართვის, დაზოგვის, სესხების, მომხმარებელთა უფლებებისა და ფინანსური თაღლითობისგან თავის დაცვის გზების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრა "ცოდნის კაფესა" და არასამთავრობო ორგანიზაცია Save the Children - ის პროექტის "ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის: უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის" ფარგლებში შედგა. იმავე დღეს, ეროვნულმა ბანკმა "ბაქსვუდის" სკოლის მოსწავლეებს საკასო ცენტრში უმასპინძლა. მოსწავლეებმა საკასო ცენტრი დაათვალიერეს და ფინანსური განათლების მნიშვნელობისა და პირადი ფინანსების მართვის შესახებ საინტერესო დისკუსიაში ჩაერთნენ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური განათლების ცენტრმა ახალგაზრდებისთვის საბანკო პროდუქტების შესახებ ტრენინგი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ფინანსური პროდუქტების, შემოსავლის რაციონალურად მართვისა და დაზოგვის შესახებ იმსჯელეს, მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ კი 25 მარტს ორგანიზაცია Aflatoun International-ის ინიციატივით ჩამოყალიბებული და ფინანსური განათლებისადმი მიძღვნილი ყოველწლიური, საერთაშორისო "აფლატუნის დღე" (Aflatoun Day) აღნიშნა.  

საქართველოს ბანკმა მოსწავლეებს სათავო ოფისში უმასპინძლა, სადაც მათ საბანკო პროდუქტების, ბანკის საქმიანობის, პირადი ფინანსების მართვის, დაზოგვისა და ფულის შესახებ საინტერესო ლექცია მოისმინეს და ბანკის შენობაც დაათვალიერეს. ფინკა ბანკი საქართველომ  მოსწავლეებისთვის დაზოგვის შესახებ ბროშურა შეიმუშავა და მათ 6 ქალაქში - ზუგდიდი, ქუთაისი, თელავი, თბილისი, სამტრედია, გორი - ბანკის ფილიალებში უმასპინძლა, სადაც ახალგაზრდები  ბანკის მუშაობის სტილსა და ფუნქციებს გაეცნენ. ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციამ და ფონდმა "კრისტალი" ახალგაზრდებისთვის ფინანსური განათლების, დაზოგვისა და ინვესტირების თემაზე სემინარი ჩაატარა, ასევე, მათ სათავო ოფისში უმასპინძლა, სადაც ისინი ორგანიზაციის ფუნქციონირების სპეციფიკას გაეცნენ, დაგროვებისა და სესხების შესახებ ისაუბრეს და "ფინანსური ფეხბურთი" ითამაშეს. კრედო ბანკმა 9-14 წლის მოსწავლეებისთვის ფილიალებში დაზოგვის შესახებ 2-დღიან ტრენინგებს უმასპინძლა, ლიბერთი ბანკმა ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და კახეთის მასშტაბით V-VI კლასის მოსწავლეებისთვის შეხვედრები ჩაატარა, მიკროსაფინანო ორგანიზაციამ ემ-ბი-სი საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე ბერშუეთის საჯარო სკოლაში ფინანსური წიგნიერების თემაზე 5-დღიანი საგანმანათლებლო ღონისძიება განახორციელა, ბაზისბანკმა კი თბილისისა და რეგიონების სერვისცენტრების მეშვეობით ფინანსური განათლების ბროშურები გაავრცელა. ამასთან, თიბისი ბანკმა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ლადო აფხაზავას სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრას უმასპინძლა, სადაც მათ, სხვა საკითხებთან ერთად, პირადი ფინანსების მართვის და სწორი გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

"გლობალური ფულის კვირეულის აღნიშვნა საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა. ვინაიდან წელს ეროვნული ბანკი დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, "გლობალური ფულის კვირეულიც" განსაკუთრებული აქტიურობითა და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ჩვენ გვჯერა, რომ ფინანსური განათლება ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოს, რათა ახალგაზრდები პირადი ფინანსების მართვის, დაზოგვის, ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და მეწარმეობის თემაზე დიალოგში ჩავრთოთ.  მსურს, მადლობა გადავუხადო კვირეულში ჩართულ ყველა ორგანიზაციას, მათ შორის Visa - ს, რომელთან ერთადაც გასულ წელს ვიდეოთამაში "ფინანსური ფეხბურთი" შევიმუშავეთ, და ახალგაზრდების ფინანსური წიგნიერებით დაინტერესების მიზნით, არაერთ გასართობ-შემეცნებით ღონისძიებას ვახორციელებთ", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

"ჩვენთვის პატივია საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობა უკონტაქტო ეკონომიკის განვითარების მიზნით საქართველოში. ფინანსური ცოდნა ჩვენთვის სტრატეგიული პრიორიტეტია და Visa - ს გააჩნია "თამაშით სწავლის" მიდგომის გამოყენების, საგანმანათლებლო კამპანიების განხორციელებისა და ფინანსური ცოდნის შესახებ ცნობიერების ამაღლების ძალიან დიდი გამოცდილება მსოფლიოს მასშტაბით. შარშან, ეროვნულ ბანკთან ერთად ჩვენ წარმოვადგინეთ "ფინანსური ფეხბურთის" ონლაინ ვიდეოთამაშის ლოკალიზებული ვერსია, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა თამაშით უნდა შეიძინონ ფულის მართვის უნარები. ჩვენ სიამოვნებით დავუჭირეთ მხარი ეროვნული ბანკის ორგანიზებულ აქტივობებს "გლობალური ფულის კვირეულის" ფარგლებში და ჩვენი საგანმანათლებლო პლატფორმა ახალგაზრდებს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში წარვუდგინეთ. ვაგრძელებთ პროდუქტიულ თანამშრომლობას ფინანსური განათლების წახალისებით და ვიმედოვნებთ, რომ ეს თამაში ქვეყანაში ფინანსური ცოდნის ამაღლების ღირებული რესურსი გახდება", - განაცხადა Visa - ს უფროსმა ვიცე - პრეზიდენტმა, დსთ-სა და სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეგიონალური ქვედანაყოფის დირექტორმა, ვირა პლატონოვამ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...

პოპულარული