09:20 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სამეგრელოში მიმდინარეობს
"ჯონოული 1“ ჰესი ოფიციალურად გაიხსნა

სიახლეები

იულია ტიმოშენკო მეორე ტურში მხარს არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს

 

 

პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი და უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი იულია ტიმოშენკო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვერ გავიდა, აცხადებს, რომ მეორე ტურში მხარს არ დაუჭრს არც პეტრო პოროშენკოს და არც ვლადიმირ ზელენსკის.

 

„მე ვთვლი, რომ არცერთი კანდიდატი, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით მეორე ტურში გავიდა, არ არის მზად, უპასუხოს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. მათ არ შეუძლიათ ომისა და სიღარიბის დამარცხება“, - განაცხადა ტიმოშენკომ.

 

ამრიგად, ხმები, რომ იულია ტიმოშენკო ზელენსკისთან გაერთიანებას გეგმავდა, არ დადასტურდა. უკრაინული პრესის ცნობით, იულია ტიმოშენკო მზად იყო, დაეთმო ხმები ზელენსკის სასარგებლოდ მემორანდუმის სანაცვლოდ, რომელიც საპარლამენტო კოალიციის შექმნას გულისხმობდა.

 

ტიმოშენკომ, რომელმაც პირველ ტურში ხმების 13,39% მიიღო, განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია და ეს ერთი კანდიდატის სასარგებლოდ ხდება, თუმცა „ბატკივშინა“ სასამართლოსთვის მიმართვას არ გეგმავს, რადგან სასამართლო სისტემის ნდობა არა აქვს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული