19:26 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გუგული მაღრაძე: მარჯვენასაჭიანი მანქანები უნდა აიკრძალოს
კახეთის გზატკეცილის ცენტრალური სავალი ნაწილი რეაბილიტაციამდე მთლიანად დაიკეტა

სიახლეები

პრემიერის ინიციატივა, რომლის თანახმად, ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი განათლებაზე დაიხარჯება, საკანონმდებლო დონეზე გამყარდება

 

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომლის თანახმად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%, ანუ ბიუჯეტის მეოთხედი განათლებასა და ახალგაზრდობაზე დაიხარჯება, კანონის დონეზე გამყარდება, - შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას მთავრობა ხვალინდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

 

განათლების სისტემის მასშტაბურ რეფორმაზე პრემიერი დღეს ახალგაზრდებს ტექნოპარკში ესაუბრა. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა განათლების პრიორიტეტულობას და აღნიშნა, რომ ოკუპაციასა და სოციალურ გამოწვევებთან ერთად, სისტემური პრობლემაა ის, რომ წლების განმავლობაში განათლებას ბიუჯეტში ძალიან მცირე წილი ჰქონდა.

 

„კანონის სულისკვეთება იქნება, ჩვენ დავაფიქსიროთ, რომ ეს არის პრიორიტეტი და ის უნდა ჩანდეს ბიუჯეტში. ამ ინიციატივის საკანონმდებლო დონეზე გამყარების მნიშვნელობა სწორედ განათლების რეფორმის გრძელვადიანობაში მდგომარეობს. შესაძლოა, ჩვენ 5-6 წლის განმავლობაში განვახორციელოთ ეს ინვესტიცია - ბიუჯეტის მეოთხედი, მაგრამ, არავინ არის დაზღვეული, რომ ოდესმე, მომავალში, რომელიმე პოპულისტურმა ძალამ ან პოპულისტმა პოლიტიკოსმა ამ თანხების იმ კუთხით მიმართვა მოინდომოს, რაც იმ მომენტისთვის შეიძლება მარკეტინგულად უფრო საინტერესო იყოს და განათლებაში ინვესტიციები ისევ შემცირდეს. ასეთ შემთხვევაში მანამდე უკვე ინვესტირებული თანხაც წყალში გადაყრილი აღმოჩნდება, რადგან განათლებას სჭირდება გრძელვადიანი ინვესტიციები. ამიტომ, ეს ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს გამყარებული, რომ არავინ არასოდეს გაბედოს, განათლებას მოაკლოს ინვესტიცია", - განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ წელს განათლების ბიუჯეტი 1,6 მილიარდი ლარია; მომავალ წელს ის 2 მილიარდი, 2021 წელს - 2,5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს - 3,4 მილიარდი, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 6% იქნება. მამუკა ბახტაძის შეფასებით, ეს სცდება კლასიკური რეფორმის ჩარჩოებს და არის ეროვნული იდეა, ხედვა - როგორ უნდა განვითარდეს საქართველო. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ფართო ჩართულობის მნიშვნელობას რეფორმის წარმატებისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა სწორედ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკაა.

 

მთავრობის მეთაურმა დღესვე ახალგაზრდებს წარუდგინა რევაზ ჩარკვიანი, რომელიც ახალგაზრდობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის კონსულტანტად დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში საშუალო განათლების ხარისხი გაუარესდა!

9 დეკ 2019კვირის გრაფიკი

გასულ კვირას გამოქვეყნებული ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, ქართველ მოსწავლეთა საშუალო შეფასება გაუარესდა. ე.წ პიზას კვლევების მიხედვით...

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკ 2019კვირის გრაფიკი

მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი

25 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...