21:04 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი: თურქეთმა რუსულ შეიარაღებასა და NATO-ში პარტნიორობას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია

სიახლეები

"როდესაც ალიანსის მხრიდან მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველო იქნება მზად ამ მომენტისთვის“- დავით ზალკალიანი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს, აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდისა და მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის მიერ თანაორგანიზებულ ღონისძიებაში „NATO Engages: The Alliance at 70 Years“, საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით  მიღწეულ შედეგებზე და მოლოდინებზე იასუბრა.

 

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ იმ ეტაპზე, როცა შესაძლებელი იქნება ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები ითარგმნოს პრაქტიკულ განზომილებაში, საქართველო იქნება მზად, რათა წინ წავიდეს ინტეგრაციის პროცესში:

 

„ ჩვენ ვანვითარებთ ძალიან მჭიდრო ორმხრივ თანამშრომლობას ალიანსის წევრებთან და ჩვენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცედენტოდ მაღალია, ვთანამშრომლობთ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში,  რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობას და მდგრადობას. ჩვენ ასევე ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საფრანგეთსა და გერმანიასთან და ალიანსის სხვა წევრ ქვეყნებთან და ვიმედოვნებ, რომ ეს  ყველაფერი კიდევ უფრო გვაახლოვებს  ნატოში გაწევრიანებასთან და გვამზადებს იმ მომენტისთვის, როცა იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწვეტილება ალიანსის მხრიდან” - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ნატოს დაარსებიდან საიუბილეო, 70-ე წლისთავზე გამართული საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს აღიარების მორიგ დემონსტრირებას და ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ალიანსის პოლიტიკურ დღის წესრიგში: „საქართველოში ჩატარებული წვრთნები და მასში ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა,  კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მნიშვნელობას, რასაც ნატო ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობას. საქართველოს უკვე აქვს ყველა  პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში წევრობისთვის. 

 

წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნა, ასევე  თანამშრომლობის სხვა მიმართულებები,  კერძოდ შავი ზღვის უსაფრთოხების კუთხით,  სამხედრო წვრთნების თვალსაზრისით და სხვა,  ეს ყოველივე უზრუნველყოფს რომ ნატო კიდევ უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საქართველოში“, განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...