09:26 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ISET: სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი მიწის ბაზრის განუვითარებლობაა
5 საუკეთესო ქართული რეკლამა

სიახლეები

ისტორიაში პირველი 5G მობილური ქსელი სამხრეთ კორეაში 5 აპრილს გაეშვება

 

 

უმსხვილესი სამხრეთ კორეული ოპერატორი SK Telecom 5 აპრილს გაუშვებს მსოფლიოში პირველ სრულფასოვან კომერციულ მეხუთე თაობის (5G) ქსელს.

 

პირველი თვეების განმავლობაში 5G სიხშირით სარგებლობას შეძლებენ მხოლოდ ის მომხმარებლები, რომლებიც SK Telecom-ისგან შეიძენენ უახლესი თაობის Samsung Galaxy S10-ს, რომლის ყველაზე ძვირადღირებულ ვერსიას აქვს მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის მხარდაჭერა.

 

რამდენიმე თავის შემდეგ კი სმარტფონების სია გაიზრდება. SK Telecom-ის დათვლით, 2019 წლის ბოლოს 5G ქსელით 1 მილიონი აბონენტი ისარგებლებს.

 

საერთო ჯამში ახალი სტანდარტის მხარდაჭერა კომპანიის 34 ათას საბაზისო სადგურს აქვს, რომლებიც სამხრეთ კორეის 85 უმსხვილეს ქალაქს ფარავენ. რასაკვირველია, მომავალში დაფარვის ზონის გაზრდაც არის დაგეგმილი.

 

5G ქსელში მონაცემთა გაცვლის სიჩქარე 4G სტანდარტს რამდენიმე ათეულით აღემატება. საუბარია წამში 1 გიგაბიტზე, რაც მობილური ინტერნეტის მოხმარებას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.  მომავალში SK Telecom სიჩქარის წამში 2,4 გიგაბიტამდე გაზრდას გეგმავს. აშშ-ში 5G ქსელი 11 აპრილს გაეშვება.  

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული