14:01 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ISET: სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი 15%-ითაა შემცირებული
თვითაღიარებულ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა

სიახლეები

ევროპარლამენტმა გაზის დირექტივაში შესწორებები შეიტანა

 

 

ევროპარლამენტმა გაზის დირექტივის შესწორებათა პაკეტი დაამტკიცა, რომელიც საზღვაო მილსადენებზე ბრიუსელის კონტროლს გაზრდის. შესწორება უკავშირდება რუსულ პროექტს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“,  რომელიც უკრაინის გვერდის ავლით ევროპაში გაზის იმპორტს გულისხმობს.

 

„დღეს ჩვენ ვასრულებთ ევროკავშირში გარე მონოპოლიების ერას, რომელიც მომხმარებელს წლების განმავლობაში აიძულებდა ელექტროენერგიის უფრო მაღალი საფასური გადაეხადა. ეს კარგი სიახლეა ჩვენი მოქალაქეებისთვის, წარმოებისთვის და უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ევროდეპუტატმა ეჟი ბუზეკმა, რომელიც პროექტის ერთ-ერთი ავტორია.

 

მოსალოდნელია, რომ ევროპის საბჭო დოუმენტს 2019 წლის ბოლომდე დაამტკიცებს. ახალი დირექტივა ძალაში „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ამოქმედებამდე უნდა შევიდეს, რათა მისი წესები ამ პროექტზეც გავრცელდეს.

 

ამ შეთანხმების თანახმად, რუსულმა „გაზპრომმა“ უარი უნდა თქვას ევროპაში გაზის ოპერატორის ფუნქციაზე და ეს როლი დამოუკიდებელ კომპანიას უნდა გადააბაროს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გაზის მიწოდება 50%-ით უნდა შემცირდეს.


“ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დიდი ხანია ევროკავშირში უთანხმოების საფუძველია. მილსადენი, რომელმაც ბალტიის ზღვის ფსკერზე უინდა გაიაროს, ევროპაში თხევადი გაზის მიწოდებას უკრაინის გვერდის ავლით უზრუნველყოფს და თითქმის სრულად გამორიცხავს უკრაინის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლს. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ ცხოვრობენ აფხაზეთში?!

22 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    დღევანდელი აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონია. ე.წ აფხაზეთის სახელმწიფოს სტატისტიკის სამართველოს მონაცემებით, აფხაზეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე $2127-ია და ამ...

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...