სიახლეები
ევროპარლამენტმა გაზის დირექტივის შესწორებათა პაკეტი დაამტკიცა, რომელიც საზღვაო მილსადენებზე ბრიუსელის კონტროლს გაზრდის. შესწორება უკავშირდება რუსულ პროექტს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომელიც უკრაინის გვერდის ავლით ევროპაში გაზის იმპორტს გულისხმობს.
„დღეს ჩვენ ვასრულებთ ევროკავშირში გარე მონოპოლიების ერას, რომელიც მომხმარებელს წლების განმავლობაში აიძულებდა ელექტროენერგიის უფრო მაღალი საფასური გადაეხადა. ეს კარგი სიახლეა ჩვენი მოქალაქეებისთვის, წარმოებისთვის და უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ევროდეპუტატმა ეჟი ბუზეკმა, რომელიც პროექტის ერთ-ერთი ავტორია.
მოსალოდნელია, რომ ევროპის საბჭო დოუმენტს 2019 წლის ბოლომდე დაამტკიცებს. ახალი დირექტივა ძალაში „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ამოქმედებამდე უნდა შევიდეს, რათა მისი წესები ამ პროექტზეც გავრცელდეს.
ამ შეთანხმების თანახმად, რუსულმა „გაზპრომმა“ უარი უნდა თქვას ევროპაში გაზის ოპერატორის ფუნქციაზე და ეს როლი დამოუკიდებელ კომპანიას უნდა გადააბაროს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გაზის მიწოდება 50%-ით უნდა შემცირდეს.
“ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დიდი ხანია ევროკავშირში უთანხმოების საფუძველია. მილსადენი, რომელმაც ბალტიის ზღვის ფსკერზე უინდა გაიაროს, ევროპაში თხევადი გაზის მიწოდებას უკრაინის გვერდის ავლით უზრუნველყოფს და თითქმის სრულად გამორიცხავს უკრაინის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლს.
მსგავსი სიახლეები
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი
5 აპრ 2021კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...
უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარ 2021კვირის გრაფიკი
საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...
უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა
24 მარ 2021კვირის გრაფიკი
2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...
პოპულარული

ვარკეთილის ხევში პარკის რეაბილიტაცია იწყება
18 მარტი, 2021ინფრასტრუქტურა

რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის სფერო?
15 მარტი, 2021კვირის გრაფიკი

უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარტი, 2021კვირის გრაფიკი

თბილისის მერის მოადგილის ბრიფინგი
18 მარტი, 2021სხვა

