20:32 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნათია თურნავა - მოხდება ისეთი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებაც, სადაც ისტორიულად არასდროს ყოფილა ბუნებრივი აირი
მამუკა ბახტაძე - ჩეხეთის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ ძალიან დადებით გარემოს

სიახლეები

იმ სოფლებში, სადაც აზიური ფაროსანას მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დამონტაჟდება

 

საკარმიდამო ნაკვეთებში ჩატარებული მონიტორინგის პირველი ეტაპის შედეგების გათვალისწინებით, დასავლეთ საქართველოს იმ სოფლებში, სადაც აზიური ფაროსანას მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დამონტაჟდება.

 

სადგურების ანუ ხაფანგების განთავსების ვადებსა და ადგილმდებარეობაზე აზიური ფაროსანას საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის მონიტორინგის ჯგუფებთან ერთად იმსჯელა. საკოორდინაციო მართვის ცენტრში მონიტორინგის შედეგები შეაჯამეს და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

 

„ამ ეტაპზე, მავნებელი ჯერ კიდევ არის პასიური და მოზამთრე ფაზაშია. პირველი ეტაპის შედეგებით განისაზღვრა ის სოფლები, სადაც მოხდება „მოიზიდე და გაანადგურე“ ხაფანგების დამონტაჟება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მივიღოთ დეტალური ინფორმაცია მავნებლის რაოდენობისა და გავრცელების არეალის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგის მეორე ეტაპი მოიცავს სოფლის ტერიტორიებსა და ტყის პირებზე „მოიზიდე და გაანადგურე სადგურების“ დამონტაჟებას“, - განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სადგურების დამონტაჟება ხელს შეუწყობს მავნებლის რაოდენობის შემცირებასა და გავრცელების ზუსტი არეალის დადგენას. 

 

აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარებმა მონიტორინგი საკარმიდამო ტერიტორიებსა და მიტოვებულ შენობებში ჩაატარეს. 

 

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პარალელურად, საკოორდინაციო მართვის ცენტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად განაგრძობს საინფორმაციო შეხვედრებს მოსახლეობასთან.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...

პოპულარული