23:51 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ივანე მაჭავარიანი: იმედს ვიტოვებ, ეროვნული ბანკი თავის თავში იპოვის ძალას, რომ გადახედოს ამ რეგულაციებს
იმ სოფლებში, სადაც აზიური ფაროსანას მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დამონტაჟდება

სიახლეები

ნათია თურნავა - მოხდება ისეთი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებაც, სადაც ისტორიულად არასდროს ყოფილა ბუნებრივი აირი

 

2019 – 2021 წლებში საქართველოს კიდევ 217 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც 209 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომლის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ პრესკონფერენცია გამართა.

 

„გაზიფიცირების გეგმა, რომელიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა, მოიცავს ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი - მათ შორის არის მაღალმთიანი აჭარა, მაღალმთიანი გურია და სამეგრელოს ისეთი მუნიციპალიტეტები, როგორიცაა ჩხოროწყუ, წალენჯიხა და ა.შ. რაც შეეხება იმ დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მოხვდნენ გეგმაში, განსაკუთრებით ისეთ მაღალმთიანი დასახლებები, სადაც ძალიან რთული რელიეფია და ფიზიკურად ვერ შეგვყავს მილი, მათთვის მუშავდება  ალტერნატიული გეგმა ან  ამ სოფლების გაზით უზრუნველყოფა მოწინავე ტექნოლოგიების საშუალებით მოხდება“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

მისი თქმით, 2021 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით, 1,2 მილიონზე მეტი აბონენტი იქნება გაზიფიცირებული, რაც აბონენტთა მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 85 პროცენტია. „ამ მაჩვენებლით საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ევროპაში“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

 

ნათია თურნავას განმარტებით, გაზიფიცირება, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში,  არა მხოლოდ გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას, ასევე შეამცირებს ხე-ტყის ჭრას გათბობის მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ გაზიფიცირება განხორციელდება ისეთ დასახლებულ პუნქტებშიც, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს.  

 

გარდა ამისა, გაზიფიცირების პროექტი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს რეგიონებში. 2019 – 2021 წლებში დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოებისთვის, ძირითადად, იმ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები პირები დასაქმდებიან. შედეგად, სამშენებლო სამუშაოების მსვლელობისას, ამ მუნიციპალიტეტებში დასაქმების მაჩვენებელი გაიზრდება. 

 

მაღალმთიანი დასახლებებისთვის, რომლებიცაღნიშნულ გეგმაში ვერ მოხვდნენ, მომზადდება და განხორციელდება ალტერნატიული სამოქმედო სტრატეგია, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ალტერნატიული გათბობის საშუალებებით ადგილობრივ მოსახლეობას, მეორე მხრივ კი, ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ასეთ დასახლებებში, რათა გაზიფიცირებას სოციალურთან ერთად, მინიმალური ეკონომიკური მახასიათებელიც გააჩნდეს. მოსაზრებებს ახალი გეგმის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს მთავრობას რამდენიმე თვეში გააცნობს. 

 

მნიშვნელოვანია, რომ გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. შედეგად, სამუშაოები დაიგეგმება რეგიონების სივრცითი მოწყობის წესების დაცვით და სამომავლო განვითარების გათვალისწინებით.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული