12:26 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მსოფლიო ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი სიმღერები
ნათია თურნავა - მოხდება ისეთი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებაც, სადაც ისტორიულად არასდროს ყოფილა ბუნებრივი აირი

სიახლეები

ივანე მაჭავარიანი: იმედს ვიტოვებ, ეროვნული ბანკი თავის თავში იპოვის ძალას, რომ გადახედოს ამ რეგულაციებს

 

"იმედს ვიტოვებ, ეროვნული ბანკი თავის თავში იპოვის ძალას, რომ გადახედოს ამ რეგულაციებს", - ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ გააკეთა.

 

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, რეგულაციების გავლენა უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მაგალითად, სამშენებლო სექტორზე.

 

ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, რომ, მისი აზრით, რეგულაციების შერბილება უნდა მოხდეს:

 

"არც ადრე ვიყავი ამ მასშტაბის საბანკო რეგულაციების მომხრე და არც დღეს ვარ. იმედს ვიტოვებ, ეროვნული ბანკი თავის თავში იპოვის ძალას, რომ გადახედოს ამ რეგულაციებს.

 

ამ ეტაპზე ცოტა ნაადრევია, რომ რეგულაციების ეფექტი განვსაზღვროთ, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ეს, მაგალითად, სამშენებლო სექტორზე. მე მიმაჩნია, რომ სამშენებლო სექტორში, შეძლებისდაგვარად, ამ რეგულაციების შესუსტება უნდა მოხდეს.

 

რამდენად უნდა გადაიხედოს რეგულაცია, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, მათ შორის ეროვნულ ბანკთანაც იმართება კონსულტაციები.

 

ცხადია, ჯერ მაინც არ არის საკმარისი დრო გასული საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად, თუმცა ტენდენციები ასე თუ ისე მიგვანიშნებს, რომ შეიძლება მოგვიწიოს რეგულაციების გადახედვა. მე პირადად, ამის მომხრე ვიქნები,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...

პოპულარული

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი