20:12 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ყოფილმა მეუღლემ ჯეფ ბეზოსს Amazon-ის 70%-იანი წილი დაუთმო
ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა

სიახლეები

რა პერსპექტივა გვაქვს აშშ-სთან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის?

 

საქართველო - აშშ პირდაპირი ავიამიმოსვლის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება.

 

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ამერიკელი მოგზაურები მეორე ადგილზე არიან მოგზაურობაზე გაწეული დანახარჯების კუთხით. ისინი საშუალოდ წელიწადში 135 მილიარდს ხარჯავენ საერთაშორისო მოგზაურობაზე, ხოლო საქართველოში მათი დანახარჯი 47 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანი ხარჯების 0,03%-ია (2018) ( ერთი ამერიკელი ვიზიტორის დანახარჯი საქართველოში -3047 ლარი/1130 დოლარი, საშულო ღამისთევა-8 ღამე ) .

 

ამერიკის შეერთებული შტატებიდან 2019 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 5,974 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 13,4%-ია. 2018 წელს საერთაშორისო ვიზიტების მთლიანმა რაოდენობამ 41,863 შეადგინა, ზრდა 24,7% ( ბოლო სამი წლის განმავლობაში საშუალო ზრდა 24% შეადგენდა)

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში პირდაპირი რეისის არსებობა საქართველოდან მოგვცემს იმის საშუალებას რომ მოვიზიდოთ მგზავრთნაკადი და პოტენციური ტურისტები მეზობელი ქვეყნებიდან - სომხეთი, აზერბაიჯანი (მოსაზღვრე ქალაქები) ისევე როგორც სხვა მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებსაც დღევანდელ დღემდე არ გააჩნიათ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, რაც თავის მხრივ განაპირობებს ამერიკიდან მგზავრთნაკადის გაზრდას და ტურისტების რაოდენობის საშუალოდ 30 % მატებას.

 

2019 წელს (25-27 იანვარი) საქართველო უკვე იყო წარმოდგენილი New York Times Travel Show , სადაც მოხდა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა კერძო კომპანიების მონაწილეობით. 

 

გასული ორი წლის განმავლობაში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა 25 პრეს-ტურს ამერიკის წამყვანი მედიისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისათვის. ეს პრაქტიკა 2019 წელსაც გაგრძელდება გაზრდილი მონაწილეების რაოდენობით.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...

პოპულარული