01:04 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ილონ მასკმა 2 წუთში 1,1 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა
ყოფილმა მეუღლემ ჯეფ ბეზოსს Amazon-ის 70%-იანი წილი დაუთმო

სიახლეები

ნატო-ს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება გააძლიერებს უსაფრთხოებას შავ ზღვაზე- დავით ზალკალიანი

 

„ნატოს მინისტერიალი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა“- ასე შეაფასა საქრათველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში გამართული ნატო-ს მინისტერიალი, სადაც შეთანხმდა ახალი მიმართულებები შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე, რომელზეც ალიანსი იმუშავებს საქართველოსა და უკრაინასთან. 
 

მინისტრის განცხდებით ქართულმა მხარემ მინისტერიალამდე მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია პარტნიორებთან.
 

„ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ვაშინგტონში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა, გამომდინარე იქიდან რომ მინისტერიალმა დაამტკიცა შესაბამისი პაკეტი, რომელიც მოიცავს შავ ზღვაზე უსაფრთხოების მიმართულებით ქმედებებს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველომ ძალიან სერიოზული მუშაობა გასწია იმისათვის რომ მსგავსი სახის შედეგი მიგვეღო დღეს. მთელი წინა პერიოდის განმალობაში აქტიურად ვმუშაობდით ნატოელ პარტნიორებთან, რაც საბოლოოდ გამოიხატა კიდეც შედეგებში.

 

მინისტერიალი საუბრობს უკრაინასთან და საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე შავ ზღვაზე, გულისხმობს უფრო მეტი საზღვაო გემების ვიზიტს, ინფორმაციის გაცვლას, პერსონალის მომზადებას ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში და ასევე ნატო თვისობრივად გაზრდის თავის ყოფნას შავი ზღვის აკატორიაში, რაც დამატებით კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
 

მან ასევე ყურადღება გაამახვილა მინისტერიალის ფარგლებში მიღებულ დეკლარაციაზე, სადაც განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი ღია კარის პოლიტიკას. დავით ზალკალიანის განცხადებით საქართველო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან, რათა ჩვენი ქვეყნის პროგრესი ნატოსი ინტეგრაციის გზაზე, სათანადო გადაწყვეტილებებში იქნეს ასახული.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული