11:10 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Lancet: ყოველი 5-დან 1 გარდაცვალება არასწორი კვებით არის გამოწვეული
კობა გვენეტაძე: ვიღებ ძალიან ბევრ წერილს მოქალაქეებისაგან, რომლებმაც უძრავი ქონება დაკარგეს

სიახლეები

კობა გვენეტაძე: ჩვენი შეფასებით, საკრედიტო პორტფელის ზრდა 10-14 %-ის ფარგლებში იქნება

 

"საკრედიტო ზრდა ბოლო 3-5 წლის განმავლობაში წლიურად  20%-ზე მაღალი იყო. თუ დავალიანება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მისი მომსახურების შესაძლებლობა, ეს რამდენიმე წელიწადში აუცილებლად გამოიწვევს დიდ პრობლემებს როგორც მსესხებლებისათვის, ისე ფინანსური ინსტიტუტებისთვის", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას.

 

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, დაკრედიტებსი ახალი სისტემის შედეგები ის იქნება, რომ საკრედიტო პორტფელია 10-14 %-ის ფარგლებში გაიზრდება, საიდანაც ნახევარი ბიზნეს სექტორზე მოვა:

 

"რაც შეეხება ეკონომიკაზე დაკრედიტების ამ მოდელის გავლენას, მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნულ საკრედიტო ზრდაში ორი მესამედი სწორედ ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე მოდიოდა, ხოლო ბიზნესებზე მხოლოდ ერთი მესამედი.

 

ფიზიკური პირების დაკრედიტებაში მაღალია სამომხმარებლო სესხების წილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მაღალპროცენტიანი და მოკლევადიანია. მისი სარგებელი ეკონომიკისათვის კი მცირეა.

 

ჩვენი გათვლაა, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრებით ხელი შეეწყობა სესხების გადამისამართებას უფრო პროდუქტიულ სექტორებში: ისეთებში, როგორიცაა მცირე და საშუალო მეწარმეობა.

 

ჩვენი შეფასებით, საკრედიტო პორტფელის ზრდა 10-14 %-ის ფარგლებში იქნება, საიდანაც ნახევარი ბიზნეს სექტორზე მოვა. შესაბამისად, ბიზნეს დაკრედიტების ხარჯზე სესხების ზრდას ეკონომიკის და დასაქმების ზრდაზე გაცილებით დიდი ეფექტი ექნება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...