სიახლეები
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ თავის საპარლამენტო მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა ეკონომიკაზე ახალი დაკრედიტების სისტემისა და რეგულაციების გავლენაზე.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, წინასწარი ინფორმაციით, რეგულაციების შემოღების შემდეგ ბიზნეს სესხების წილი გაიზარდა, ხოლო სამომხამარებლოსი - შემცირდა.
კობა გვენეტაძის განცხადებით, ბიზნეს სესხების წილის ზრდა გაცილებით უფრო პროდუქტიული გამოდგება ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის.
"2019 წლის პირველი კვარტალის ტენდენცია ჩვენი პროგნოზის შესბამისია. წინასწარი, არასრული ინფორმაციით, პირველ კვარტალში მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდამ კურსის გამორიცხვით წლიური 15% შეადგინა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
ამასთანავე, იანვარ-თებერვალში გაზრდილია ბიზნეს სესხების წილი, მიუხედავად იმისა, რომ სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სესხი, დაახლოებით, 300 მილიონი ლარი, რაც საკრედიტო პორტფელის 1%-ზე მეტია, დაიფარა.
რაც შეეხება ფიზიკური პირების დაკრედიტებას, სამომხმარებლო სესხების წლიური ზრდა შემცირდა, თუმცა 5%-ის ფარგლებში შენარჩუნდა, ხოლო იპოთეკური სესხების წლიური ზრდა კვლავ 30%-ს აჭარბებს. აღნიშნულ ზრდაში იზრდება ლარით გაცემული იპოთეკური სესხების წილი", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
მსგავსი სიახლეები

6 იან 2020ბანკები და ფინანსები
სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

6 იან 2020ბანკები და ფინანსები
სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

15 მაი 2019ბანკები და ფინანსები
ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა გაიზარდა
კვირის გრაფიკი
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი
16 აგვ 2021კვირის გრაფიკი
არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...