11:39 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კობა გვენეტაძე: ჩვენ მიერ გატარებულმა ცვლილებებმა გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო
კობა გვენეტაძე: იანვარ-თებერვალში გაზრდილია ბიზნეს სესხების წილი

სიახლეები

კობა გვენეტაძე: ბოლო პერიოდში იპოთეკური სესხების გაცემის სტანდარტების ძალიან მნიშვნელოვანი შერბილება შეინიშნებოდა

 

"დეველოპერები ხშირად სვამენ კითხვას, თუ რატომ გავრცელდა საკრედიტო რეგულაციები იპოთეკურ სესხებზე მაშინ, როცა დეფოლტის მაჩვენებელი იპოთეკურ პორტფელში 1%-ზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ იპოთეკური სესხები ჭარბვალიანობის მიზეზი არ ყოფილა, ბოლო პერიოდში იპოთეკური სესხების გაცემის სტანდარტების ძალიან მნიშვნელოვანი შერბილება შეინიშნებოდა", - განაცხადა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

 

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემუშავება ქვეყნისათვის ევროდირექტივასაც წარმოადგენდა და იმ ქვეყნების ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები, სადაც ეს რეგულაციები ჯერ კიდევ არ არსებობს, მასთან გადიან კონსულტაციებს.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე დოლარში გაცემული იპოთეკური სესხების რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდებოდა:

 

"ბოლო 2 წლის მანძილზე იპოთეკური სესხები, განსაკუთრებით კი უცხოურ ვალუტებში გაცემული იპოთეკური სესხები, მოსახლეობის შემოსავლების ზრდასთან შედარებით გაცილებით სწრაფად იზრდებოდა. საშუალო წლიური ზრდის ტემპი 30%-ს აღემატებოდა, რაც ძალიან მაღალია.

 

იპოთეკური სესხებისათვის საწყის პერიოდში დამახასიათებელია დეფოლტის დაბალი დონე, თუმცა სესხების უპასუხისმგებლო სტანდარტებით გაცემა ჩვენთან უფრო და უფრო იკიდებოდა ფეხს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...