სიახლეები
კობა გვენეტაძე: ჩვენ მიერ გატარებულმა ცვლილებებმა გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო
"ჩვენს მიერ გატარებულმა ცვლილებებმა გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო", - განაცხადა საპარლამენტო მოხსენების წარდგენისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რომელმაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის დანერგვის შედეგებზე ისაუბრა.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, რეგულაციების შედეგად იპოთეკური სესხების გაცემის ხარისხი გაიზარდა, ეს კი სესხების მომსახურების კოეფიციენტის შემცირებაში გამოვლინდა:
"სესხის მომსახურების 40%-ზე მაღალი კოეფიციენტი მნიშვნელოვნად ზრდის მსესხებლის მოწყვლადობას. საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე დაკრედიტების ბიზნესმოდელი მსესხებელთა დიდი ნაწილის ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს და ფინანსური სტაბილურობის რისკებს ზრდის.
სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში უფრო რბილი მიდგომაა შემოსავლის დადასტურებასთან დაკავშრებით, კერძოდ, ბანკებს უფლება აქვთ რეგულაციამდე არსებული პრაქტიკის მსგავსად შემოსავალში გაითვალისწინონ არაფორმალური სექტორიდან მიღებული შემოსავლები, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათია. ჩვენს მიერ გატარებულმა ცვლილებებმა გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო. სახეზეა იპოთეკური სესხების პორტფელის ხარისხის გაუმჯობესება, რაც კარგად ჩანს სესხის მომსახურების შემცირებულ კოეფიციენტებში.
საგულისხმოა, რომ ახალგაცემულ იპოთეკურ სესხებში მკვეთრად გაზრდილია ლარის წილი, რაც მოსახლეობის მეტ დაცულობას უზრუნველყოფს. ასევე, აღარ გაიცემა შემოსავალთან არაპროპორციულად მაღალი ტვირთის მქონე სესხები, რომლებიც მოსახლეობისთვის ფინანსური პრობლემების მთავარი წყარო იყო", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მსგავსი სიახლეები

6 იან 2020ბანკები და ფინანსები
სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

6 იან 2020ბანკები და ფინანსები
სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

15 მაი 2019ბანკები და ფინანსები
ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა გაიზარდა
კვირის გრაფიკი
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი
16 აგვ 2021კვირის გრაფიკი
არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...