12:41 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
2019 წელს ვენესუელას მშპ 25%-ით შემცირდება
კობა გვენეტაძე: ჩვენ მიერ გატარებულმა ცვლილებებმა გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო

სიახლეები

კობა გვენეტაძე: "არ მახსოვს, რომ ეროვნულ ბანკს წაეგოს სასამართლო პროცესი"

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან ორ ძირითად საკითხზე ისაუბრა. ის შეეხო როგორც საკრედიტო რეგულაციების თემას, ისე "თი ბი სი ბანკის" საკითხს.

 

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, მან ერთ-ერთი შეხვედრისას მართლაც უთხრა მამუკა ხაზარაძეს, რომ თუ ზედამხედველის გადაწყვეტილებების ადეკვატურობაში არ იყო დარწმუნებული, შეეძლო სასამართლოსთვის მიემართა:

 

"ჩვენი საზედამხვედველო გადაწყვეტილებები გასაჩივრებას ექვემდებარება, რაც ხშირად ხდება ხოლმე, რადგან არავის მოსწონს, როდესაც მის მიმართ სანქციას იყენებენ. თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხს დეტალურად ვსწავლობთ და მე არ მახსოვს, არ მახსოვს, რომ ეროვნულ ბანკს წაეგოს სასამართლო პროცესი, რომელიც ჩვენს საზედამხვედველო ზომას შეეხებოდა. მაგრამ ვიმეორებ, რომ გასაჩივრება ნორმალური მოვლენაა და თუ ვინმე ჩვენს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მე თავად ვეუბნები, რომ სასამართლოში გვიჩივლოს.

 

ერთ-ერთი შეხვედრისას ნამდვილად ვუთხარი ბატონ ხაზარაძეს, რომ არსებული კანონმდელობით და ეროვნული ბანკის მანდატით ჩვენ ვალდებულები ვიყავით შეგვესწავლა საკითხი და გამოვლენილ დარღვევებზე თვალს ვერ დავხუჭავდით.

 

ამასთანავე, მე ჩვენი გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობაში დარწმუნებული ვიყავი და თუ ის სხვაგვარად ფიქრობდა, შეეძლო სასამართლოსთვის მიემართა.

 

ბატონმა მამუკამ და ბატონმა ბადრიმ საჯაროდაც განაცხადეს, რომ ისინი როგორც ფიზიკური პირები გააგრძელებენ დავას ეროვნულ ბანკთან და, ალბათ, არავის ეპარება ეჭვი, რომ თავიანთი ინტერესების დასაცავად საკმარისი რესურსი გააჩნიათ. თუმცა ეროვნული ბანკის საქმიანობისათვის ხელის შეშლა არანორმალური პროცესია", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...