11:59 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველო ბაზელის საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრას მასპინძლობს
2019 წელს ვენესუელას მშპ 25%-ით შემცირდება

სიახლეები

კობა გვენეტაძე რომან გოცირიძეს აკრიტიკებს: რატომ ვერ მოახერხა ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, აღეკვეთა მსგავსი დარღვევები

 

ეროვნული ბანკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან მკაცრად გააკრიტიკა თავისი ყოფილი კოლეგა, რომან გოცირიძე, რომელიც  2005 წლის მარტიდან 2007 წლის ოქტომბრამდე ასევე ეროვნულ ბანკს ხელმძღვანელობდა.

 

გვენეტაძემ მისი წინამორბედის მუშაობა "თი ბი სი ბანკის" კონტექსტში უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ თავად კანონდარღვევების მიმართ უფრო არატოლერანტულია:

 

„3 წელზე მეტია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა მიკავია და ჩემი წინამორბედების საქმიანობა არასოდეს შემიფასებია, მაგრამ დღეს კი უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის ფრიად გასაკვირია, თუ რატომ ვერ მოახერხა ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, რომელიც დღეს დარბაზში ზის, აღეკვეთა მსგავსი დარღვევები 2007 წელს, მაშინ როდესაც კაპიტალის ადეკვატურობა ბანკის ფინანსური მდგრადობის ყველაზე მთავარი გარანტია და ამაზე უკეთესი ბერკეტი ელემენტარულად არ არსებობს. ჩემი ყოფილი კოლეგის საყურადღებოდ მსურს განვაცხადო, რომ მე კაპიტალის ადექვატურობის დარღვევის მიმართ აბსოლუტურად არატოლერანტული ვარ. 
 

ასევე, ჩემმა ყოფილმა კოლეგამ ერთ-ერთ ტელეინტერვიუში პოპულარული ენით სრულიად არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, რომელსაც ამ საკითხებში გათვითცნობიერებულობას ვერ მოვთხოვთ. 



კერძოდ, მან განაცხადა, რომ დამფუძნებლებმა თავიანთი ბანკიდან აიღეს ფული და შემდეგ ეს ფული კაპიტალის სახით ისევ ბანკში შეიტანეს, რაც, თითქოსდა, სავსებით ჩვეულებრივი მოვლენაა. 


განვუმარტავ ყოფილ კოლეგას, რომ ბანკიდან მიღებული დამფუძნებლის ფული არის საკუთარი, თუ ეს ფული მიღებულია წილის გაყიდვით ან დივიდენდის სახით, ხოლო, თუ დამფუძნებელი ბანკიდან ფულს იღებს სესხის სახით, ამ ფულს იმავე ბანკს აღარ უბრუნებს და ამით ბანკს ზარალი წარმოექმნება, ამას, ასევე პოპულარული ენით რომ ვთქვა, ბანკის მეანაბრეების თანხების საფრთხის ქვეშ დაყენება და დანარჩენი აქციონერების მოტყუება ჰქვია. აღარაფერს ვამბობ, რომ ასეთი ქმედება კანონმდებლობით მაშინაც და ახლაც აკრძალულია", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...