14:14 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კობა გვენეტაძე: რასაკვირველია, ხაზარაძეს შევხვდი
გიორგი ქობულია: „ბულგარეთთან ეკონომიკური ურთიერთობების ფარგლებში რამდენიმე სექტორის განვითარების დიდ პოტენციალს ვხედავთ“

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილებით, დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდება

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა. 

პრემიერმა ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს ახალი სკოლის მაქსიმალურად მოკლე ვადებში დაპროექტება და მშენებლობის წელსვე დაწყება დაავალა. 

 

მას შემდეგ, რაც ახალი სკოლა აშენდება, ძველი სკოლის ტერიტორიაზე ახალგაზრდული ცენტრი მოეწყობა. მთავრობის მეთაურმა მოსწავლეებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, განათლების სფერო მთლიანი შიდა პროდუქტის 6%--ით, ანუ ბიუჯეტის მეოთხედით დაფინანსდება.

 

პრემიერის განცხადებით, განათლების ბიუჯეტი, რომელიც წელს 1,6 მილიარდ ლარს შეადგენს, ეტაპობრივად გაიზრდება, მომავალ წელს 2 მილიარდი, 2021 წელს - 2,5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს - 3,4 მილიარდი, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 6% იქნება.

 

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობისთვის პრიორიტეტულია, ახალგაზრდებისთვის ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც მათ საკუთარი ნიჭისა და უნარების რეალიზებაში დაეხმარებათ, შესაბამისად, რეფორმა მოიცავს ხუთ დონეს - სკოლამდელ განათლებას, სკოლებში საშუალო განათლებას, პროფესიულ განათლებას, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას.

 

პრემიერმა ადგილობრივებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე სტანდარტების სკოლების აშენებას 7 მილიარდი ლარი დასჭირდება და სახელმწიფო ამ რესურსს აუცილებლად გამოყოფს, რათა ყველა რეგიონში იყოს ახალი და თანამედროვედ აღჭურვილი სკოლები. 

 

მამუკა ბახტაძე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ადგილობრივებმა ძირითად პრობლემად გაზიფიცირება და ინტერნეტიზაცია დაასახელეს, რაც მთავრობის მეთაურის დავალებით, უმოკლეს ვადებში უნდა გადაიჭრას.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ ცხოვრობენ აფხაზეთში?!

22 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    დღევანდელი აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონია. ე.წ აფხაზეთის სახელმწიფოს სტატისტიკის სამართველოს მონაცემებით, აფხაზეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე $2127-ია და ამ...

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...