00:48 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რომელ ქვეყნებში ყიდულობენ ყველაზე ხშირად ქართულ ღვინოს
გიორგი ქობულია: ეს მემორანდუმები ჩვენს ბიზნესებს მისცემს საშუალებას, რომ გააღრმავონ ერთმანეთთან დიალოგი

სიახლეები

ლევან დავითაშვილი: „წლევანდელი წელი მავნებელთან ბრძოლის მიმართულებით გარდამტეხი უნდა იყოს"

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აბაშაში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მართვის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და მიმდინარე  სამუშაოების ანგარიში მოისმინა. შეხვედრას პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

 

 

გამართულ შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფო  წელსაც მასშტაბურ ღონისძიებებს განახორციელებს, გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან. 

 

 

„წლევანდელი წელი მავნებელთან ბრძოლის მიმართულებით გარდამტეხი უნდა იყოს. შარშან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. წელს ჩვენი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. შარშან გვქონდა 150-მდე ერთეული ტექნიკა; წელს დონორების დახმარებით, მათი რაოდენობა 250-ია. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საკმარისი გამოცდილებაც დაგვიგროვდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გასულ წელს  განსაკუთრებული გამოწვევა თხილის კულტურის გადარჩენა იყო. ფაროსანას გარდა აღნიშნულ კულტურაში სხვა კომპლექსური ღონისძიებებიც არის ჩასატარებელი. 

 

„იმისთვის, რომ ჩვენ თხილის ხარისხიანი მოსავალი მივიღოთ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად, ინტეგრირებული ბრძოლის ღონისძიებების გეგმა გვაქვს. მეთხილე ფერმერებს დავეხმარებით, როგორც შეწამვლის აპარატებით, ისე სხვა მიმართულებებით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

წლევანდელ წელს მავნებელთან ბრძოლის კუთხით გარდამტეხს უწოდებს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიაც.

 

„წლევანდელი წელი ნამდვილად იქნება გარდამტეხი, რადგან აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლამ მიიღო უპრეცედენტო მასშტაბი. ეს გამოიხატება როგორც სპეციალისტების, ისე ტექნიკის მობილიზებაში. თხილის ხელშეწყობის ნაწილში აქტიური ღონისძიებები ხორციელდება ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. თავისთავად ცხადია, ეს პროცესები უნდა გავაგრძელოთ,“ - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

მიმდინარე წელს მავნებელთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 250 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული. ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები  მავნებლის იდენტიფიცირების მიზნით მონიტორინგს ახორციელებენ. შეწამვლითი სამუშაოები, მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...