01:17 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: ოკუპირებულ აფხაზეთში სიკვდილით დასჯის შემოღება მიუთითებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე სურათზე და ამაში მთავარი დამნაშავე არის ჩრდილოელი მეზობელი
ირაკლი კოვზანაძე - დეველოპერებთან მიმართებაში, ვფიქრობ, შესაძლებელი იყო დაკრედიტების ნაკლებად ხისტი მიდგომები

სიახლეები

როგორი მიმდინარეობს ვაშლიჯვრის გზაგამტარის მშენებლობა?

 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვაშლიჯვრის გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. სოციალურ ქსელში გაკეთებულ ვიდეომიმართვაში კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა პროექტის მნიშვნელობა. მისი თქმით, ახლო მომავალში დედაქალაქს ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტების გზაგამტარი პანდუსი შეემატება, რაც  ხელს შეუწყობს  მიმდებარე გზებზე ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვას. 

 

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, თავდაპირველად წარმოდგენილ პროექტში ცვლილებები მწვანე ნარგავების  შენარჩუნების მიზნით განხორციელდა.

 

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით დიღომში,  ვაშლიჯვრის გადმოსასვლელი პანდუსის მშენებლობის ადგილზე, სადაც  სამუშაოები მიმდინარეობს.  ამ წუთებში მიმდინარეობს რკინა-ბეტონის კოჭების განთავსება,  შემდეგ უკვე დაიწყება გზის მოასფალტება და კეთილმოწყობა. პროექტი ხელს შეუწყობს მიმდებარე გზების საცობებისგან განტვირთვას.   ადგილობრივმა მოსახლეობამ ყველაზე მეტად იცის,  თუ რამხელა დისკომფორტს წარმოადგენს ეს კონკრეტული მონაკვეთი, განსაკუთრებით პიკის საათებში,  როდესაც ადამიანებს საათობით უწევთ  საცობებში დგომა. აღნიშნული პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, გადაადგილება გახდეს თავისუფალი. პროექტის განხორციელება, დაახლოებით, 5 მილიონი დაჯდება.

 

აღსანიშნავია, რომ ჩვენ პროექტში ცვლილებები განვახორციელეთ. პირველადი პროექტით, ადგილზე არსებული მწვანე ნარგავები მთლიანად უნდა მოჭრილიყო, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. თქვენ იცით  თბილისის მერიის დამოკიდებულება მწვანე სივრცეების მიმართ და ცვლილებები სწორედ  მწვანე სივრცის შესანარჩუნებლად განვახორციელეთ. ამ ყველაფერს გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთზე  მაისის შუა რიცხვებისთვის  დასრულდება და აქ უკვე შესაძლებელი იქნება საცობების გარეშე გადაადგილება.  ვაშლიჯვრის გზაგამტარი იქნება ადაპტირებული. გზის ორივე მხარეს შშმ პირებისთვის  სპეციალური ლიფტები დამონტაჟდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

აქვე აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა უკმაყოფილობას გამოთქვამს ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობის ტემპით. უამრავი ადამიანი აღნიშნავს, რომ დღეების განმავლობაში ადგილზე სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...