23:46 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: როცა ჩვენ გადავიბარეთ ხელისუფლება, სიღარიბის მაჩვენებელი იყო მლნ 150 ათასი ადამიანი
როგორი მიმდინარეობს ვაშლიჯვრის გზაგამტარის მშენებლობა?

სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ოკუპირებულ აფხაზეთში სიკვდილით დასჯის შემოღება მიუთითებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე სურათზე და ამაში მთავარი დამნაშავე არის ჩრდილოელი მეზობელი

 

„ეს არის არალეგიტიმური ორგანოს გადაწყვეტილება და შესაბამისად, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება არასწორია. ეს მიუთითებს იმ ძალიან მძიმე სურათზე, რომელიც ჩამოყალიბებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამაში მთავარი დამნაშავე არის ჩრდილოელი მეზობელი“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოკუპირებულ აფხაზეთში, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ სიკვდილით დასჯის შემოღებას.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომაროების კუთხით არსებული ერთადერთი პრობლემა არ არის. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს არსებული მდგომარეობის გამოსწორებას, თუმცა, სამწუხაროდ, მისი და საერთაშორისო პარტნიორების რესურსები შეზღუდულია. ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ეთნიკური ქართველების უფლებებთან ერთად, მნიშვნელოვანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები აფხაზებისა და ოსების უფლებების დაცვაც.

 

„იცით, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ კუთხით გამოვასწოროთ მდგომაროება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ეთნიკური ქართველების უფლებების დაცვა ამ ტერიტორიებზე, არამედ, რა თქმა უნდა,  ჩვენთვის მნიშვნელოვანია აფხაზების და ოსების ინტერესების და უფლებების დაცვაც.

 

აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან რაც კი შეიძლება გაკეთდეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, თუმცა, იცით, რომ სამწუხაროდ, ჩვენი რესურსები, ასევე, სამწუხაროდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რესურსები არის შეზღუდული, თუმცა, ამ შეზღუდული რესურსების ფარგლებში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ადამიანების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული