15:24 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
როგორ ელექტრომობილებს ააწყობენ საქართველოში?
რა მოხდება, თუ სამყაროში არსებული ბირთვული იარაღის მარაგები ერთდროულად აფეთქდება? (ვიდეო)

სიახლეები

იანვარ-თებერვალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 333.7 მილიონ დოლარს

 

2019 წლის მარტში  ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ საქართველოში  328,486 შეადგინა, რაც 13,536-ით მეტია 2018 წლის მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +4.3%).

 

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

 

2019 წლის მარტში  საქართველოში 619,325 საერთაშორისო მოგზაურთა  ვიზიტი შედგა,  ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +6.4%-ია.

 

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან,  საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა  ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: სლოვაკეთი +102.9%, ლატვია +82.1%, ჩეხეთი +76.3%, პოლონეთი +55.9%, ლიეტუვა +43.2%, გერმანია +31.3%

 

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: შვეიცარია +154%, ისრაელი +73%,ჩინეთი +57.2%, ყაზახეთი  +50.1%, საუდის არაბეთი +34.1%და სხვა.

 

2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 1,617,548 საერთაშორისო  მოგზაურთა  ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2.2%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  882,130 შეადგინა, რაც 42,590-ით მეტია 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +5.1%).

 

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 333.7 მილიონ დოლარს (ზრდა +4.8%), რაც 15 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...

ტურიზმი―საქართველოს ეკონომიკის ხერხემალი

27 მაი 2019კვირის გრაფიკი

    უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორად გადაიქცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით 2018 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3.2...