20:52 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში
ევროპის ქალაქები, სადაც ყველაზე იაფად დაისვენებთ

სიახლეები

შავი ზღვის სანაპიროზე 120 კგ კოკაინი გამოირიყა

 

რუმინეთის პოლიციამ მასშტაბური საძიებო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც შავი ზღვის ნანაპიროზე კოკაინით სავსე პაკეტები გამოირიყა.

 

საერთო ჯამში პოლიციელებმა 130 კგ კოკაინის შეგროვება შეძლეს. გამორიყული ნარკოტიკის პაკეტებს პოლიციის სამასი ოფიცერი და სასაზღვრო დაცვის 14 ხომალდი, 2 ვერტმფრენი და მყვინთავთა ჯგუფი ეძებდა.

 

დიდი ალბათობით, ეს პაკეტები არის მსხვილი პარტიის ნაწილი, რომელიც პოლიციამ ორი კვირის წინ ამოიღო.

 

სააგენტო Digi24-ის ინფორმაციით, საძიებო ოპერაციამ სანაპირო ზოლის 90 კილომეტრი მოიცვა. მთავრობამ მოუწოდა მოსახლეობას, არ გახსნან პაკეტები, რომლებიც ნაპირზე იპოვეს. ნარკოტიკები ძალიან მაღალი კონცენტრაციისაა და ის სიცოცხლისთვის სერიოზულ  საფრთხეს წარმოადგენს.

 

ითვლება, რომ რუმინეთზე გადის არალეგალური ნარკოტიკული მარშრუტი, რომელიც ლათინურ ამერიკასა და ევროპას აერთებს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიო და ინტერნეტი

6 ივლ 2020კვირის გრაფიკი

       მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით მსოფლიოს მოსახლეობის 49.7% არის ინტერნეტის მომხარებელი ან მობილური მოწყობილობის...

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...