19:53 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ამერიკა ლიბიაში აჯანყებულ გენერალს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

სიახლეები

გიორგი ქობულია: „ელექტრომობილების წარმოება მაგალითის მიმცემი იქნება სხვა კომპანიებისთვის"

 

„ელექტრომობილების წარმოება მაგალითის მიმცემი იქნება სხვა კომპანიებისთვის, მათ შორის, ელექტრონიკის წარმოებით დაკავებული კორპორაციებისთვის. ამას უყურებენ პოტენციური ინვესტორები და ეს პროექტი გახდება მაგალითი მათთვის, რომ საქართველო მზად არის ასეთი მსხვილი ინვესტიციების მისაღებად,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ სამხრეთ კავკასიაში ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

აღნიშნული ბიზნესჯგუფი აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: aienergy-ს, aicar-ი aipower-სა დაaiproduction. ჰოლდინგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაში პირველი ინდუსტრიულიბიზნეს ჯგუფია, რომელიც ეკოლოგიურიმიმართულებების პროექტებში კომპლექსურად იწყებს ინვესტიციეისგანხორციელებას. ჰოლდინგი მოიცავს"ქარშეარინგის", ელექტროდამტენებისდა მზის პანელების დამონტაჟებისსერვისს.

 

კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოშიელექტრომობილების წარმოებისდაწყებაა. აღნიშნულ საკითხზეგაფორმდა მემორანდუმი კომაპნიაAigroup-სა და 157-წლიანი ინდუსტრიულიისტორიის მქონე ჩინურ კომპანიაChangan-ს შორის. მემორანდუმისსაფუძველზე, ქართული ბრენდითელექტრომობილი პირველადშეიქმნება, რომლის გამოშვებაც წლისბოლოსთვის იგეგმება.


„ასეთი ტიპის პროექტები არის უნიკალური ჩვენთვის. ამ პროექტისთვის იბრძოდა რამდენიმე ქვეყანა და საქართველომ აბ ბრძოლაში გაიმარჯვა.ეს პროექტი ნიშნავს ათასობით სამუშაო ადგილს; ნიშნავს ექსპორტს, რადგან წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი იქნება ექსპორტირებული ევროკავშირში; ეს ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან ასეთ შედეგებს უკვე იძლევა, ამავე დროს მნიშვნელოვანია,რომ ელექტრომობილების წარმოებაში რამდენიმე ათეული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

გიორგი ქობულიას განცხადებით, ეტაპობრივად მოხდება წარმოების გაფართოება.

 

„თავდაპირველად, კომპანია შემოიტანს მანქანების შემადგენელ ნაწილებს, რომელთა მონტაჟიც და აწყობაც საქართველოში მოხდება, შემდეგ კი უშუალოდ ამ შემადგენელი ნაწილების წარმოების ლოკალიზებაც განხორციელდება. მინისტრის თქმით, ქუთაისში, ელექტრომობილების წარმოება დიდ ბიძგს მისცემს მის ირგვლივ სხვა წარმოებების განვითარებას, რომლებიცჩართული იქნებიან აღნიშნული საწარმოსთვის სერვისების გაწევით, დამკომპლექტებელი ნაწილების მიწოდებით და ა.შ. ეს არის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიის აღორძინებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი

28 სექ 2020კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში 6-ჯერ გაიზრდება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით 27 ოქტომბერს საქართველოში...

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...

პოპულარული

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექტემბერი, 2020კვირის გრაფიკი

განათლების თაობათაშორისი მობილობა ევროპაში

განათლების თაობათაშორისი მობილობა ევროპაში

7 სექტემბერი, 2020კვირის გრაფიკი