16:50 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დილა მშვიდობის
ამერიკა ლიბიაში აჯანყებულ გენერალს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

სიახლეები

G20 კრიპტოვალუტების ბაზრისთვის გლობალური რეგულაციების შემოღებაზე იმსჯელებს

 

დიდი ოცეულის (G20) ლიდერები კრიპტოვალუტების ბაზრის დარეგულირების საკითხს 2019 წლის ივნისში განიხილავენ. მონაწილეები გეგმავენ მიიღონ ზომები კრიპტოვალუტების გამოყენებით ფულის გათეთრებისა და დანაშაულებრივი ორგანიზაციების დაფინანსების შესაჩერებლად.

 

G20-ის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელი პირები ერთმანეთს 8-9 ივნისს შეხვდებიან, იაპონიის ქალაქ ფუკიოკაში. მათ გარდა, შეხვედრას დაეწრებიან ცენტრალური ბანკებისა და სხვა ფინანსური რეგულატორების წარმომადგენლები. ღონისძიება სრულად მიეძღვნება სამართლებრივი მექანიზმებისა და რეგულაციების შექმნას, რომელიც ფულის გათეთრებისა და კრიპტოვალუტების გამოყენებით ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

 

ექსპერტთა შეფასებით, მსოფლიოს ლიდერების სამომავლო გეგმებში შედის კრიპტოსამყაროში ანონიმურობის დონის შემცირება ან საერთოდ გაქრობა, რათა შესაძლებელი გახდეს კაპიტალის ნაკადზე დაკვირვება.

 

კრიპტოვალუტების ბაზრის რეგულირებას, ცალ-ცალკე, თითქმის ყველა ქვეყანა ცდილობს. ბირჟების უმეტესობა ამჟამადაც იძულებულია, მოსთხოვოს მომხმარებელს პიროვნების ვერიფიკაცია და ინახავს მათი ტრანზაქციების ისტორიებს.

 

ერთი მხრივ, ანონიმურობის გაქრობა მართლაც შეამცირებს დამნაშავე ჯგუფების მხრიდან კრიპტოვალუტების გმაოყენებას, თუმცა, მეორე მხრივ, ანონიმურობა არის ერთ-ერთი მთავარი იდეა, რაზე დაფუძნებითაც ეკონომიკის დეცენტრალიზაციისკენ მიმართული ბლოკჩეინ სისტემა შეიქმნა. G20 კრიპტოვალუტების ბაზრის დარეგულირებაზე 2017 წლიდან მსჯელობს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...

განათლების თაობათაშორისი მობილობა ევროპაში

7 სექ 2020კვირის გრაფიკი

         განათლების მობილობის ფარდობითი ინდექსით საქართველო ევროპაში 31-ე ადგილზეა. EqualChance-ს მონაცემებით საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.449-ს, რაც ევროპის საშუალო...