21:53 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნავთობის ფასი გაიზარდა
G20 კრიპტოვალუტების ბაზრისთვის გლობალური რეგულაციების შემოღებაზე იმსჯელებს

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

8 აპრ 2019სხვა

 

დილის საკითხავი

 

საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა მხოლოდ 8%-ია. საქართველოს მსგავსი სოფლად დასაქმებულთა მაღალი წილი მხოლოდ აფრიკაშია, სადაც საშუალო წილი 51%-ს აღწევს. აღსანიშნავია, რომ, მაგალითად, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან უკრაინაში და რუსეთში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი მთლიან დასაქმებაში შეადგენს, შესაბამისად, 15% და 7%-ს.

დიდი ოცეულის (G20) ლიდერები კრიპტოვალუტების ბაზრის დარეგულირების საკითხს 2019 წლის ივნისში განიხილავენ. მონაწილეები გეგმავენ მიიღონ ზომები კრიპტოვალუტების გამოყენებით ფულის გათეთრებისა და დანაშაულებრივი ორგანიზაციების დაფინანსების შესაჩერებლად. G20-ის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელი პირები ერთმანეთს 8-9 ივნისს შეხვდებიან, იაპონიის ქალაქ ფუკიოკაში. მათ გარდა, შეხვედრას დაეწრებიან ცენტრალური ბანკებისა და სხვა ფინანსური რეგულატორების წარმომადგენლები. ღონისძიება სრულად მიეძღვნება სამართლებრივი მექანიზმებისა და რეგულაციების შექმნას, რომელიც ფულის გათეთრებისა და კრიპტოვალუტების გამოყენებით ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ლიბიის ნაციონალურ არმიას და მის ხელმძღვანელს, ფელდმარშალ ხალიფ ჰაფთარს, შეწყვიტოს ტრიპოლიზე შეტევა. ამაზე საუბარია ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში, რომელიც დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია ტრიპოლის მიმდებარედ განვითარებული მოვლენების გამო. ჩევნ გამოვდივართ ჰაფთარის ძალების სამხედრო თვდასხმის წინააღმდეგ და მოვუწოდებთ მას, სასწრაფოდ შეწყვიტოს შეტევა ლიბიის დედაქალაქზე“, - ნათქვამია დოკუმენტში.

„ელექტრომობილების წარმოება მაგალითის მიმცემი იქნება სხვა კომპანიებისთვის, მათ შორის, ელექტრონიკის წარმოებით დაკავებული კორპორაციებისთვის. ამას უყურებენ პოტენციური ინვესტორები და ეს პროექტი გახდება მაგალითი მათთვის, რომ საქართველო მზად არის ასეთი მსხვილი ინვესტიციების მისაღებად,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ სამხრეთ კავკასიაში ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას. აღნიშნული ბიზნესჯგუფი აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: aienergy-ს, aicar-ი aipower-სა დაaiproduction.

დედამიწის მოსახლეობის 50% მოკლებულია შესაძლებლობას, ჰქონდეს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, ინფორმაციას ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციების სიახლეთა ცენტრი აქვეყნებს. გარდა ამიას, ყოველწლიურად 100 მილიონზე მეტი ადამიანი ხდება ღარიბი იმის გამო, რომ იძულებულია სამედიცინო მომსახურებების ღირებულება თავისი ჯიბიდან გადაიხადოს. გაეროს გენერალური მდივანი ენტონი გუტიერეში მიიჩნევვს, რომ პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა არის ჯანდაცვის პროგრამები, რომელიც მომსახურებებს თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის, თუმცა, გარდა ამისა, გუტიერეშის აზრით, აუცილებელია მთელი რიგი ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინება, რაც ადამიანის ჯანმრთელობას განსაზღვრავს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მშპ-ს და ვალის ცვლილება

26 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

       2020 წელს საქართველოში სახელმწიფო ვალის 16%-იანი ზრდა ხოლო მშპ-ს 5%-იანი კლება არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლოესი მონაცემებით 2020 წელს საქართველოს მშპ მიმდინარე...

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი