20:46 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორგი ქობულია: „პროფესიული განათლება უნდა გახდეს კარიერის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა“
კობა გვენეტაძე: ჩვენ მიერ გატარებული თითოეული ღონისძიების სისწორესა და სამართლიანობაში ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი

სიახლეები

კობა გვენეტაძე რეგულაციებზე: "აუცილებლობის შემთხვევაში საჭირო ცვლილებებსაც განვახორციელებთ"

 

"რეგუალციებთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა", - ასეთი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ძირითადი მესიჯი, რომელიც დღეს მან საპარლამენტო ტრიბუნიდან გააჟღერა.

 

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, იმ დროის გასვლის შემდეგ, რაც საკმარისი იქნება ფინანსური რეგულაციების ეფექტიანობის შესაფასებლად და გასაანალიზებლად, არ არის გამორიცხული მათი გადახედვა მოხდეს.

 

"ამ ეტაპზე გარკვეული საკითხები წარმოიშვა, მაგრამ ჩვენ უნდა შევხედოთ დიდ სურათს და ახლა გავაკეთოთ ის, რაც საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ქვეყანას საფრთხეებს ააცილებს.

 

მინდა, ჩვენმა საზოგადოებამ გაითავისოს, რომ ეროვნული ბანკის მოვალეობაა მიიღოს საჭირო, ზოგჯერ რთული და არაპოპულარული ზომები.

 

სისტემაში რისკების შესამცირებლად ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია. დანერგილი რეგულაციების შეფასებისას ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის გრძელვადიანი მიდგომა, რომელიც სისტემის მდგრადობის შენარჩუნებას ემსახურება, რისკების მიტიგაციას და კრიზისის პრევენციას.

 

მსურს, საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ ჩვენ ორიენტირებულები ვართ გრძელვადიან შედეგებზე და არა მოკლევადიან ეფექტებზე. ეს რეგულაციები არის განხორციელებული საუკეთესო საერთაშორისო პრატქიკის გათვალისწინებით და ამის შემდეგ აუცილებლობის შემთხვევაში საჭირო ცვლილებებსაც განვახორციელებთ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...

პოპულარული