16:27 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საბოლოო გადაწყვეტილება: მე-12 კლასის გამოცდები გაუქმდა
კახა კალაძე: აშენებენ და პირდაპირ ხეობაში იყრება სამშენებლო ნაგავი, უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული

სიახლეები

ევროსაბჭოს რუსეთისთვის ხმის უფლების დაბრუნება სურს

 

 

Financial Times წერს, რომ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტურბერნ იაგლანდს, რომელსაც წარსულში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობები ეკავა, ევროსაბჭოში რუსეთისთვის ხმის უფლების დაბრუნება სურს.

 

იაგლანდის აზრით, მოსკოვისთვის ხმის უფლების დაბრუნება აუცილებელი ნაბიჯია, რომლის გადადგმაც ევროპაში მოუწევთ იმის მიუხედავად, რომ რუსეთი აგრძელებს მეზობელი სახელმწიფოების ოკუპაციას.

 

თუ ევროსაბჭო ასე არ მოიქცევა, რუსეთი ორგანიზაციის წევრობას შეწყვეტს ან მას სრულად დატოვებს 2019 წლის ზაფხულში, ეს კი ევროსაბჭოს ინტერესებში არ შედის.

 

ამ თვეში ორი წელი სრულდება იმ დროიდან, რაც რუსეთმა ევროპის საბჭოში სავალდებულო გადასახადის გადახდა შეწყვიტა, პროტესტის ნიშნად, იმის გამო, რომ მას ხმის უფლება წაართვეს. ორწლიანი გადაუხდელობის შემდეგ ევროსაბჭო იძულებული იქნება საერთოდ შეწყვიტოს რუსეთის წევრობა, ამას კი შესაძლოა ორგანიზაციის სრულად დატოვება მოჰყვეს.

 

FT  ციტირებს იაგლანდის სიტყვებს, რომ ევროსაბჭო არის ერთდერთი ორგანიზაია, რომელშიც რუსეთი ევროპას იურიდიული ვალდებულებებით უკავშირდება. პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ მოსკოვის ევროსაბჭოდან გასვლა  ახალ გამყოფ ხაზს გააჩენს და მსოფლიო ახალ რუსეთს დაინახავს, ეს კი არავის სჭირდება.

 

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის აზრით, რუსეთის მიერ ორგანიზაციის დატოვება ევროკავშირში სერიოზულ რყევებს გამოიწვევს. 2017 წლამდე რუსეთი ევროსაბჭოს ბიუჯეტის 7%-ს ავსებდა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

18 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში აღსანიშნავია, დიგიტალური კომპანიების...

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...