14:37 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
გამოკითხულთა თითქმის ნახევარი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ემხრობა

სიახლეები

ლევან დავითაშვილი: სამინისტრო სოფლის განვითარების ახალ სტრატეგიაზე მუშაობს

 

საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+ ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ ფარგლებში, დისკუსია გაიმართა.

დისკუსიის მონაწილეები  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ქობულია, ავსტრიის მდგრადი განვითარებისა და ტურიზმის ფედერალური სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილე - მარკუს ჰოფნერი, უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი მთავარი წარმომადგენელი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებში ლასლო ვაჟდა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი - ნინო ევგენიძე იყვნენ.

 

განხილვის თემა სოფლის განვითარების 2020-2027 წლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობის საკითხი იყო.

 

„მოგეხსენებათ, სამინისტრო სოფლის განვითარების ახალ სტრატეგიაზე მუშაობს. ჩვენ დაგვიგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება და გვსურს ადეკვატური სოფლის განვითარების სტრატეგია შევთავაზოთ მთავრობას. იცით, რომ სტრატეგია კომპლექსური დოკუმენტია, სადაც აქცენტი ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე, მეწარმეობრივი საქმიანობის მხარდაჭერასა და ფერმერული მეურნეობების განვითარებაზე  გაკეთდება“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა

 

ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოფლის განვითარების ახალ სტრატეგიაში ყურადღება გარემოს დაცვისა და ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხებზე გამახვილდება.

 

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რეგიონების განვითარება ქვეყნის განვითარების ტოლფასია შესაბამისად, ახალი სტრატეგია და მისი შესრულება ქვეყნის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, სოფლად უკეთესი საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად აუცილებელია მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, რაც კომერციაზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებით არის შესაძლებელი. 

 

დისკუსიის ფარგლებში, ყურადღება სოფლის განვითარების კუთხით, ავსტრიის და უნგრეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გამახვილდა.

 

ღონისძიება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...

ტურიზმი―საქართველოს ეკონომიკის ხერხემალი

27 მაი 2019კვირის გრაფიკი

    უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორად გადაიქცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით 2018 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3.2...