00:50 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ირანმა და აშშ-მ ერთმანეთის არმიები ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადეს
რა დროს ხარჯავენ თბილისელები მგზავრობაში?

სიახლეები

ლილიენ მორი პასკიე: საქართველომ და სომხეთმა შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწიეს დემოკრატიული რეფორმების გზაზე

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საგაზაფხულო სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიენ მორი პასკიე მიესალმა საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების გზაზე მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს.

 

„მიმდინარე კვირაში ჩვენ ვუმასპინძლებთ საქართველოსა და სომხეთის მთავრობათა მეთაურებს. ეს ქვეყნები ევროპის საბჭოს მხოლოდ 20 წლის წინ შემოუერთდნენ, თუმცა შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწიეს დემოკრატიული რეფორმების გზაზე. საქართველოსა და სომხეთის მთავრობათა მეთაურების მიმართვები საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარმოადგენს არა მხოლოდ შესაძლებლობას, კიდევ უფრო გავაღრმავოთ მჭიდრო თანამშრომლობა, არამედ შესაძლებლობას, გავიხსენოთ ჩვენს მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერისა და ჩვენს ქვეყნებში უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ვალდებულებები, ვინაიდან დემოკრატია და ადამიანის უფლებები მოითხოვს მუდმივ მუშაობას და თითოეული ჩვენგანის მტკიცე ერთგულებას. ამგვარად, ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ჩვენი საერთო ევროპული სახლის გაფართოებას, რომლის დაარსების 70-ე იუბილეს მომავალ თვეში აღვნიშნავთ“, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ლილიენ მორი პასკიემ.

 

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით 10 აპრილს მიმართავს.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით სტრასბურგში იმყოფება, სადაც 8-12 აპრილს მონაწილეობას იღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...