01:33 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პომპეო: გოლანის მაღლობებსა და ყირიმს შორის პარალელები არ არსებობს
ისრაელის საპარლამენტო არჩევნები არცერთი პარტიის გამარჯვებით არ დასრულდა

სიახლეები

ლევან დავითაშვილი: ჩვენი მიზანია, ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს ყველასთვის თანაბრად

 

"ჩვენი მიზანია, ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს ყველასთვის თანაბრად", - აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

 

როგორც დავითაშვილი აღნიშნავს, სოფლის განვითარების ახალი ხედვა ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებასა და პრაქტიკას დაეყრდნობა და მისი მთავარი მიზანია, ეკონომიკური განვითარება ინკლუზიური იყოს:

 

„2016 წელს საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების პირველი ეროვნული სტრატეგია (2017-2020 წწ) შეიმუშავა და განხორციელება მიღებული გეგმის მიხედვით დაიწყო. დღეს, ჩვენ ვმსჯელობთ ახალი სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაზე, რომელიც უფრო გრძელვადიანი იქნება და იმ გამოცდილებას ასახავს, რაც ამ წლებში დაგვიგროვდა.

 

სოფლის განვითარების ახალი ხედვა ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებასა და პრაქტიკას დაეყრდნობა. ჩვენი მიზანია, ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს ყველასთვის თანაბრად, განვითარება იყოს ინკლუზიური და მოიცავდეს სოფლად მცხოვრები მოსახლების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

ჩვენ, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონეებს შორის, განსხვავების აღმოფხვრაზე ვიმუშავებთ. მომავალი შვიდი წლის პრიორიტეტული მიმართულებები ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობას, დასაქმების გაზრდას და სოფლის განვითარებაში მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.

 

სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავება, შენახვა, მარკეტინგი, მიწოდება, აგროტურიზმი, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და ა.შ. სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...