20:58 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში (ზეთების,საავიაციო ნავთის, საგზაო ბიტუმის და თხევადი აირის) იმპორტი გაიზარდა
ნავთობის ფასი შემცირდა

სიახლეები

2018 წელს, მსოფლიოში, მიგრანტებმა სამშობლოში რეკორდული რაოდენობის თანხები გადარიცხეს

 

 

შრომითმა მიგრანტებმა 2018 წელს, მთელ მსოფლიოში, რეკორდული რაოდენობის თანხა გადარიცხეს საკუთარ ქვეყნებში. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები მსოფლიო ბანკის უახლეს ანგარიშში გამოქვეყნდა.

 

ბანკის მონაცემებით, ამ თანხის დიდი ნაწილი გადაირიცხა დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში. ამ მაჩვენებელმა 2018 წელს 529 მილიარდი აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2017 წელთან შედარებით (483 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ტრანზაქციები) 9,6%-იან ზრდას ნიშნავს.

 

იმ შემთხვევაში, თუ მაღალი შემოსავლის მქონე, განვითარებულ ქვეყნებში გადარიცხულ თანხებსაც გავითვალისწინებთ, შრომითი მიგრანტების მიერ სამშობლოში გადარიცხულმა თანხის მოცულობამ 2018 წელს 689 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (2017 წელს ეს მაჩვენებელი 633 მილიარდი დოლარი იყო).

 

ბანკის ექსპერტთა შეფასებით, ზრდა გამოწვეულია აშშ-ში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებითა და სამუშაო ადგილების მატებით. გარდა ამისა, გადარიცხვების მოცულობაზე გავლენა იქონია თანამეგობრობის წევრი ქვეყნებიდან სპრსეთის ყურესა და რუსეთში ტრანზაქციების აღდგენამ.  

 

სწორედ ამიტომ, ევროპისა და შუა აზიის რეგიონებში მიგრანტების მიერ სამშობლოში გადარიცხული  თანხები 2018 წელს 11%-ით გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და მისი გავრცელების ტემპი მსოფლიოში

17 თებ 2020კვირის გრაფიკი

                კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის მონაცემებით ვირუსის ყოველდღიური საშუალო ზრდა 2750-ს შეადგენს...

კორონავირუსი და ნავთობი

10 თებ 2020კვირის გრაფიკი

            კორონავირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასი შეამცირა. ნავთობზე ფასის განსაკუთრებული ვარდნა მოხდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების...

კორონავირუსი და მსოფლიო

3 თებ 2020კვირის გრაფიკი

          კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დაავადების პირველად გამოვლენის დღიდან დაავადების სწრაფად გავრცელება ხდება...