00:13 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება
2018 წელს, მსოფლიოში, მიგრანტებმა სამშობლოში რეკორდული რაოდენობის თანხები გადარიცხეს

სიახლეები

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში (ზეთების,საავიაციო ნავთის, საგზაო ბიტუმის და თხევადი აირის) იმპორტი გაიზარდა

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

2019 წლის  მარტის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1.6 ათასი ტონა.

 

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის მარტის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 0,4 ათასი ტონა (25%), შემდეგ მოდიან: რუსეთი - 0,3 ათასი ტონა (18,75%),  თურქეთი - 0,2 ათასი ტონა (12,5%), გერმანია - 0,1 ათასი ტონა (6,25%), უკრაინა - 0,07 ათასი ტონა (4,3%) და სხვა.

 

მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 4,2 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (3,9 ათასი ტონა).

 

2019 წლის მარტის თვეში  საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 8,0 ათასი ტონა.

 

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის მარტში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 2,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 32,50%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ეგვიპტე - 2,4 ათასი ტონა (31,0%), რუმინეთი - 1,4 ათასი ტონა (17,5%), საბერძნეთი - 1,4 ათასი ტონა (17,5%), თურქეთი - 0,3 ათასი ტონა (2,4%).

 

მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 21,6 ათასი ტონა, რაც 6,4 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (15,2 ათასი ტონა).

 

საავიაციო ნავთის იმპორტი და შესაბამისად, მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება,  რაც დაკავშირებულია საქართველოში საერთაშორისო რეისების განმახორციელებელი საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების რეისების ზრდასთან.

 

2019 წლის მარტის თვეში  საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 7,9 ათასი ტონა. აქედან იმპორტის 98,7% მოდის  ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.

 

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 19,2 ათასი ტონა, რაც 10,1 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (9,1 ათასი ტონა).

 

სანავთობო ბიტუმის მოხმარება ძირითადად ხდება გზების მშენებლობისას, ასფალტის წარმოებისას. მიმდინარე  ეტპზე სეზონის ამ დროისათვის ფიქსირდება საკმაოდ მაღალი მოხმარება.  ჩვენი აზრით, მომავალ თვეებში საგზაო სამუშაოების მასშტაბურად გააქტიურების შედეგად პროდუქციის მოხმარება კიდევ მეტად გაიზრდება.

 

2019 წლის მარტის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების  (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,4 ათასი ტონა.

 

2019 წლის მარტის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG)  იმპორტის 91,4%-ი განხორციელდა რუსეთიდან, ხოლო აზერბაიჯანიდან - 7,2%-ი, ბელორუსიდან - 1,4% - ი.

 

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის განმავლობაში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 2.7 ათასი ტონა, რაც 0,6 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ( 2,1 ათასი ტონა).

 

LPG გამოიყენება საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიზნით, ავტომობილების გამართვისათვის და სამრეწველო დანიშნულებით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საავტომობილო დანიშნულებით აღნიშნული პროდუქტის მოხმარება იზრდება იქიდან გამომდინარე, რომ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ავტომობილების რაოდენობა (დაახლოებით 4 ათას ერთეულამდე), რომლებიც თხევად აირზე მოძრაობს და ამავე დროს გაზრდილია გაზგასამართი სადგურების რაოდენობა ქვეყანაში, საერთო ჯამში აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და მოხმარება მნიშვნელოვნად არ იზრდება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული