14:47 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო
რუსეთის პირველ არხზე გასულ სიუჟეტში ვირტუალური რეალობის გამოყენება სცადეს

სიახლეები

თბილისში, ახალი ავტობუსების მძღოლებს შორის 6 ქალი იქნება

 

მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის პოზიციაზე კიდევ ექვსი ქალი დასაქმდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

 

მისი თქმით, ექვსივე ქალი „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ გადამზადების შესაბამისი პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ დასაქმდა.

 

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“, დამატებით, ექვსი ქალი  დასაქმდა. მათ დანარჩენი ქალი მძღოლების მსგავსად, გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს,  რომელსაც „სატრანსპორტო კომპანიისა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით ვახორციელებთ. აღნიშნული გადამზადების პროგრამა  დღეისთვის, 21 ქალს აქვს გავლილი. მათ D კატეგორიის მართვის მოწმობაც აიღეს. ქალი მძღოლები დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს იმ ახალი მუნიციპალური ავტობუსებით მოემსახურებიან, რომლებიც თბილისში უახლოეს დღეებში ჩამოვა. მათი  ნაწილი კი უკვე ჩამოსულია“, - განაცხადა თბილისის მერმა.   

 

ქალებისთვის ავტობუსის მძღოლის სასწავლო კურსის განხორციელება გასული წლიდან დაიწყო. სწავლება „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელიც გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად.

 

სასწავლო კურსი 25-მა ქალმა გაიარა, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ, D კატეგორიის მართვის მოწმობა აეღოთ. კურსი და მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულება პროექტის მიერ ანაზღაურდა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...

ტურიზმი―საქართველოს ეკონომიკის ხერხემალი

27 მაი 2019კვირის გრაფიკი

    უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორად გადაიქცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით 2018 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3.2...