20:25 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რომან კაკულია: ჩვენ უნდა შევჯერდეთ ძალიან მკაფიო ხედვაზე, ისე, რომ არ დაზარალდეს ბიზნესი
უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაამკაცრა

სიახლეები

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას მონიტორინგის მეორე ეტაპი დაიწყო

 

დასავლეთ საქართველოში დაიწყო აზიური ფაროსანას მონიტორინგის მეორე ეტაპი, რაც „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების დამონტაჟებას გულისხმობს. 

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ფერომონიან დამჭერებს ტყისპირა ზოლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში ამონტაჟებენ. სპეციალური ხაფანგები მავნებლის იდენტიფიკაციისა და გავრცელების ზუსტი არეალის დადგენის შესაძლებლობას იძლევა. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სწორედ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე იგეგმება. 

 

მონიტორინგის პარალელურად, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის თანამშრომლები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ინტენსიურად მართავენ საინფორმაციო შეხვედრებს მოსახლეობასთან. 

 

სამეგრელოს მცხოვრებლები ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ გასულ წელთან შედარებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, ასევე აღნიშნავენ, რომ საინფორმაციო შეხვედრების წყალობით, მავნებელთან დაკავშირებით ბევრად ინფორმირებულები არიან.

 

„მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დასავლეთ საქართველოს იმ სოფლებში დამონტაჟდება, სადაც მონიტორინგის პირველი ეტაპის შედეგად მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდა. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...

პოპულარული