09:09 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველო ევროსაბჭოს ხაზინაში ნახევარ მილიონ ევროს ნებაყოფლობით შეიტანს
თბილისში ბოძებზე დარჭობილი ამოყირავებული მანქანები გამოჩნდა

სიახლეები

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა

 

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 57 ოჯახს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე დასახლებაში საცხოვრებელი ფართები გადაეცა. თბილისის მერი კახა კალაძე დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა, ახალმოსახლეობა მიულოცა და საცხოვრებელი ბინების გასაღები გადასცა.

 

დედაქალაქის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 57 ოჯახისთვის ფართების გადაცემასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო. ოჯახების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი სხვა შემთხვევების მსგავსად, დაბალი სარეიტინგო ქულა იყო.

 

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ბედნიერი ვარ, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს ვხედავ. როდესაც საქმეს აკეთებ, შედეგს იღებ და ამ შედეგით უამრავ ოჯახს აბედნიერებ, ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ამაზე დიდი სიხარული არაფერია. აქ არიან კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეები, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს 20-30 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ. წინასაარჩევნოდ უამრავ თვალცრემლიან ადამიანს ვხვდებოდი. მათ პირობა მივეცი, რომ ჩვენ ვიქნებოდით ის მთავრობა, რომელიც აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებდა. პროცესი უკვე დაწყებულია, რომელსაც აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. ყველა ოჯახი, რომელიც დაზარალებულია, ბინებით აუცილებლად დაკმაყოფილდება და ისეთივე გახარებული იქნება, როგორც ეს 57 ოჯახი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე, გამარჯვებული კომპანიები უკვე გამოვლინდნენ, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს ხუთ მისამართზე ააშენებენ და კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს ბინებს თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადასცემენ. ჯამში, გათვალისწინებულია 22 000 კვადრატული მეტრის ფართი, რომლითაც დამატებით, 300-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.

 

ნუცუბიძის ფერდობზე, წყალსადენის ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ 12 223 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შპს „აპექს დეველოპმენტმა“ გაიმარჯვა; დიდ დიღომში, IV მიკრორაიონში, N12 კორპუსის მიმდებარედ 2 359 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შპს „არქიმედ ჰაუსმა“ გაიმარჯვა, ხოლო იქვე მდებარე 11 774 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გამარჯვებული „ბი დეველოპმენტია“; დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ის მიმდებარედ არსებულ 10 177 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შპს „ფ.ს.გ.“-მ, ხოლო დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩის შესახვევის N13-ის მიმდებარედ არსებულ 16 885 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შპს „ენსი გრუპმა“ გაიმარჯვა.

 

ინტერესთა გამოხატვა კიდევ ორ მისამართზე: ნუცუბიძის ფერდობზე, IV მიკრორაიონის მიმდებარედ, 89 219 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და დიდი დიღმის დასახლებაში, III მიკრორაიონის N29 კორპუსის მიმდებარედ, 8 692 კვ.მ მიწის ნაკვეთზეა გამოცხადებული.

 

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე დასახლებაში კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილეები სოფიო ხუნწარია და ირაკლი ბენდელიანი, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, ასევე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე იმყოფებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...

პოპულარული