05:43 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორგი ქობულია ტურისტული გამოფენის ITB Berlin-ის წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან სურგულაძის ინფორმაციით, საპენსიო სქემა ამ ეტაპზე სულ 71-მა ადამიანმა დატოვა

სიახლეები

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების გზამკვლევს აქვეყნებს

 

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაზე მუშაობას და მდგრადი დაფინანსების გზამკვლევს აქვეყნებს. გზამკვლევი აერთიანებს ყველა იმ შესაძლო ღონისძიებას, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში. გზამკვლევის მთავარი მიზანია შექმნას სანდო, პროგნოზირებადი და სტაბილური რეგულატორული ჩარჩო, რომელიც მოამზადებს ბაზარს მდგრად დაფინანსებაზე გადასვლისთვის. თანმიმდევრული და თავსებადი ღონისძიებების გატარებით და ადაპტაციისთვის საჭირო დროის მიცემით, გზამკვლევი ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მდგრადი განვითარების საკითხების გათვალისწინებას.

გზამკვლევი თავსებადია მდგრადი განვითარების მიმართულებით არსებულ ეროვნულ ინიციატივებთან და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების "საქართველო 2020" სტრატეგიასთან. იგი ითვალისწინებს როგორც გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასევე სოციალურ და მმართველობით საკითხებს.

საქართველოს მდგარდი დაფინანსების გზამკვლევი შეიქმნა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) და IFC-ის მხარდაჭერით შექმნილ მდგრად საბანკო ქსელთან (SBN), თანამშრომლობის შედეგად. საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრად საბანკო ქსელს (SBN) 2017 წელს შეუერთდა. გზამკვლევი SBN-ის წევრი 36 ქვეყნის გამოცდილებას და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ემყარება, ასევე შესაბამისობაშია ევროკავშირის კომისიის სამოქმედო გეგმასთან. გზამკვლევის წარდგენა მოხდება მდგრადი საბანკო ქსელის (SBN) საერთაშორისო შეხვედრაზე ვაშინგტონში, 2019 წლის 10 აპრილს. შეხვედრას დაესწრებიან ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური ბაზრების წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები მდგარდი დაფინანსების განვითარებაში. 

მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი აერთიანებს იმ სამოქმედო გეგმებს რომელთა განხორცილებას ეროვნული ბანკი საქართველოში მდგრადი დაფინანსების განვითარების ხელშესაწყობად გეგმავს. შემუშავებული სამოქმედო გეგმა რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. კერძოდ, მდგრად დაფინანსებაზე ცნობიერების ამაღლება და კვალიფიკაციის ზრდა; სოციალური, გარემოსდაცვითი და მმართველობითი საკითხების გათვალისწინება რისკების მართვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში; გამჭვირვალობის ზრდა და საბაზრო დისციპლინა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კაპიტალის მდგრადი სექტორებისკენ წარმართვას.  

გზამკვლევი, ბაზრის განვითარების პარალელურად, პერიოდულად გადაიხედება და განახლდება. 
 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...