08:28 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შავი ხვრელი გადაიღეს - აქამდე მისი არსებობა მხოლოდ ჰიპოთეზა იყო
გიორგი ქობულია ტურისტული გამოფენის ITB Berlin-ის წარმომადგენლებს შეხვდა

სიახლეები

Facebook-ზე გარდაცვლილთა გვერდებს მწუხარების გამოხატვის ღილაკი დაემატება

 

 

The Verge:  სოციალური ქსელი Facebook მემორიალური პროფილებისთვის (პროფილები, რომლებიც იდენტიფიცირებულია, როგორც გადაცვლილი ადამიანების გვერდები)  ახალ ფუნქციას ამატებს.

 

ასეთ პროფილებზე გაჩნდება დამატებითი ღილაკი და ველი „Tributes”, რომლის საშუალებითაც გარდაცვლილის მეგობრები და ოჯახის წევრები მწუხარების გამოხატვას შეძლებენ.

 

ახალი სისტემის ძალაში შესვლის შემდეგ, გარდაცვლილი ადამიანის მეგობრები აღარ მიიღებენ მისთვის დაბადების დღის მილოცვის შეთავაზებებს, რაც ერთობ უხერხულ ვითარებას ქმნიდა.

 

გარდაცვლილი ადამიანის პროფილიდან ინფორმაციის გაზიარება კვლავ შესაძლებელი იქნება. Tribute ველში კი ადამიანები დაწერენ პოსტებს, დადებენ ფოტოებს და ა.შ. თუმცა ეს ყველაფერი არ გამოჩნდება გარდაცვლილის „კედელზე“.

 

იმისთვის, რომ სოციალურმა ქსელმა ადამიანის გარდაცვალება დაადასტუროს და პროფილი მემორიალური პროფილით შეცვალოს, Facebook-ის ადმინისტრაციას გარდაცვლილის ოჯახის წევრმა ან მეგობარმა უნდა მისწეროს და გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარუდგინოს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული