23:45 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
Facebook-ზე გარდაცვლილთა გვერდებს მწუხარების გამოხატვის ღილაკი დაემატება

სიახლეები

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შავი ხვრელი გადაიღეს - აქამდე მისი არსებობა მხოლოდ ჰიპოთეზა იყო

 

ევროპელმა მეცნიერებმა სენსაციური განცხადება გააკეთეს: მათ პირველებმა შეძლეს და გადაიღეს შავი ხვრელი. შავი ხვრელი ტელესკოპებმა გალაქტიკა Messier 87-ში დააფიქსირა, რომელიც ქალწულის გროვაში მდებარეობს.

 

დედამიწიდან ამ შავ ხვრელამდე მანძილი 50 მილიონი სინათლის წელიწადს შეადგენს, ანუ თითქმის 500 კვანტილიონ კილომეტრს. იმისთვის, რომ შავი ხვრელი გადაეღოთ, საჭირო გახდა 8 ტელესკოპისგან შემდგარი ქსელის გამოყენება.

 

„ის, რასაც ფოტოზე ვხედავთ, არის ჩვენს მზის სისტემაზე დიდი ზომის“, - უთხრა BBC-ის ნეიმგენის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰაინო ფალკემ შავი ხვრელის მასა მზის მასას 6,5 მილიარდჯერ აღემატება.

 

მეცნიერის შეფასებით, ეს სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავი ხვრელია. აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმით, რომ დღევანდელ დღემდე შავ ხვრელზე ყველა ჩვენი წარმოდგენა თეორიული იყო და მათი არსებობა იყო მხოლოდ სამეცნიერო ჰიპოთეზას წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ამაში დარწმუნებული იყვნენ.

 

შავი ხვრელი არის არე სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა. ამ შავი ხვრელის გადაღება მოხერხდა მხოლოდ მისი გიგანტური ზომის გამო, რაც კიდეებში მიზიდულობის ძალას ამცირებს და ციური ობიექტისგან სინათლის არეკვლის საშუალებას იძლევა.

 

შავი ხვრელი, წარმოიქმნება, როცა ვარსკვლავი საკუთარი მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით იწყებს შეკუმშვას და როდესაც მიაღწევს შეკუმშვის პიკს, ხდება რაღაც აფეთქებისმაგვარი მოვლენა, რის შემდეგაც ეს ვარსკვლავი ჩაქრება, ხოლო მისი იმ ზომამდე გაიზრდება, რომ იგი დაიწყებს ყველაფრის შესრუტვას ჩათვლით. 

 

თავად ტერმინი „შავი ხვრელი“ პირველად ამერიკელმა ფიზიკოსმა ჯონ უილერმა 1967 წელს, ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოსვლის დროს გამოიყენა.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული