21:17 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გენადი არველაძე - ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 37 პროცენტით გაიზარდა
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შავი ხვრელი გადაიღეს - აქამდე მისი არსებობა მხოლოდ ჰიპოთეზა იყო

სიახლეები

საღამოს საკითხავი

 

საღამოს საკითხავი

"საქართველო, ბოლო 20 წელია, სარგებელს იღებს ორგანიზაციის სხვადასხვა უწყების დახმარებით და, მადლიერების ნიშნად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, გააკეთოს ევროსაბჭოს ხაზინაში ნებაყოფლობითი შენატანი 500 000 ევროს ოდენობით", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმა ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება და გარკვეულ წევრ სახელმწიფოებს ეხმარება თავად ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოების რეკომენდაციების შესრულებაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მმართველ მენეჯერებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს 2022 წელს აღნიშნული გამოფენის ფარგლებში საქართველოსთვის გამოფენის ოფიციალური მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით. შეხვედრას ასევე დაესწრო სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაზე მუშაობას და მდგრადი დაფინანსების გზამკვლევს აქვეყნებს. გზამკვლევი აერთიანებს ყველა იმ შესაძლო ღონისძიებას, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში. გზამკვლევის მთავარი მიზანია შექმნას სანდო, პროგნოზირებადი და სტაბილური რეგულატორული ჩარჩო, რომელიც მოამზადებს ბაზარს მდგრად დაფინანსებაზე გადასვლისთვის. თანმიმდევრული და თავსებადი ღონისძიებების გატარებით და ადაპტაციისთვის საჭირო დროის მიცემით, გზამკვლევი ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მდგრადი განვითარების საკითხების გათვალისწინებას. გზამკვლევი თავსებადია მდგრადი განვითარების მიმართულებით არსებულ ეროვნულ ინიციატივებთან და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების "საქართველო 2020" სტრატეგიასთან. იგი ითვალისწინებს როგორც გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასევე სოციალურ და მმართველობით საკითხებს.

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ, ჯერჯერობით, საპენსიო სქემიდან მხოლოდ 71 ადამიანი გავიდა, საპირისპიროდ კი რეფორმაში 715 ათასი მოქალაქე მონაწილეობს. "მე ვთხოვ ყველა დამსაქმებელს, ყველა ბუღალტერს, ყველა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას, ვისაც ხელი მიუწვდება ინფორმაციაზე, მიაწოდონ თავიანთ დასაქმებულებს პაროლები, რადგან ისინი შევიდნენ საპენსიო სააგენტოს სისტემაში და ნახონ თავიანთი საპენსიო დანაზოგები.“ - ეს განცხადება საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ტელეკომპანია "მაესტროს“ ეთერში გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...