14:06 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ინდოეთში მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დემოკრატული არჩევნები დაიწყო
ევროკავშირმა ბრიტანეთს ბრექსიტის შეთანხმების დამტკიცებისთვის კიდევ 6 თვე მისცა

სიახლეები

მარიამ ქვრივიშვილი: “საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქმიანი ტურიზმი"

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  მხარდაჭერით  თბილისში TMG -Telecom Meeting in Georgia-ს  ორდღიანი კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებაში 50-მდე უცხოური და ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანია მონაწილეობს. კონფერენცია  საქართველოში  მერვედ ტარდება.

 

ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა.

 

“საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქმიანი ტურიზმი. დღევანდელი ღონისძიება   საქმიანი ტურიზმისთვის ხელშემწყობია. სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალი დელეგატი ჩამოვიდა, ისინი მართავენ საქმიან შეხვედრებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი კონფერენციების ხელშეწყობა, მივესალმებით, რომ საქართველოში ჩატარდეს უფრო მეტი ღონისძიება და ჩამოვიდეს მეტი დელეგატი და უცხოელი ტურისტი. “-განაცხადა მარიამ ქვრივივიშვილმა.

 

TMG – „სატელეკომუნიკაციო შეხვედრები“  საქართველოში ყოველ წელს ტარდება და საქართველოს კავშირგაბმულობის სფეროს, ასევე ქვეყნის, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის, პოპულარიზაციას ემსახურება.

 

TMG-ს რეგულარული მონაწილეები არიან მსხვილი და გავლენიანი კომპანიები:  Deutsche Telecom, Telia,Telecom Italia Sparkle, PCCW, CITIC,Turkcell, TATA communications, Türk Telecom International და სხვა.

 

ღონისძიების ფარგლებში  დელეგატები კახეთში ღვინის მეურნეობებს და  მცხეთის ისტორიულ უბნებს დაათვალიერებენ. სტუმრებისთვის გაიმართება ღვინის და კულინარიული ტურები.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ ცხოვრობენ აფხაზეთში?!

22 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    დღევანდელი აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონია. ე.წ აფხაზეთის სახელმწიფოს სტატისტიკის სამართველოს მონაცემებით, აფხაზეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე $2127-ია და ამ...

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...