21:05 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნავთობის ფასი გაიზარდა - ოპეკის კალათის ფასი გაიზარდა
ინდოეთში მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დემოკრატული არჩევნები დაიწყო

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

11 აპრ 2019სხვა

 

დილის საკითხავი

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე წარადგინა საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და 2019 წლის გეგმა. ამჟამად მიმდინარეობს 2018 – 2020 წლების DCFTA - ის სამოქმედო გეგმის შესრულება. გენადი არველაძის განცხადებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ ხელი შეუწყო 2018 წელს ევროკავშირთან ვაჭრობის ზრდას.

დღეს ინდოეთში თანამედროვე ისტორიის ყველაზე მასშტაბური დემოკრატიული არჩევნები იწყება - ინდოეთი ახალ პარლამენტს ირჩევს. პარტიები ლოკ-საბჰას (ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატა) 543 ადგილისთვის იბრძოლებენ. პარტია, რომელიც მიიღებს 272 ან მეტ ადგილს, შეძლებს მთავრობა ჩამოაყალიბოს, ხოლო მისი ლიდერი ინდოეთის პრემიერ-მინისტრი გახდება.არჩევნებში მონაწილეობს ქვეყნის მოქმედი ლიდერი ნარენდრა მოდი, რომელსაც 2014 წლის არჩევნებში დაფიქსირებული შედეგის გამეორების იმედი აქვს. მოდის ძირითადი მოაწინააღმდეგე არის რაჰულ განდი, რომელიც ოპოზიციურ პარტია „ინდურ ეროვნულ კონგრესს“ უდგას სათავეში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით თბილისში TMG -Telecom Meeting in Georgia-ს ორდღიანი კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებაში 50-მდე უცხოური და ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანია მონაწილეობს. კონფერენცია საქართველოში მერვედ ტარდება. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა. ღონისძიების ფარგლებში დელეგატები კახეთში ღვინის მეურნეობებს და მცხეთის ისტორიულ უბნებს დაათვალიერებენ. სტუმრებისთვის გაიმართება ღვინის და კულინარიული ტურები.

გუშინ საღამოს ევროკავშირის საგანგებო სამიტზე ევროპის ლიდერებმა დიდ ბრიტანეთს ბრექსიტის ჩიხური მდგომარეობიდან გამოყვანის შანსი კიდევ ერთხელ მისცეს და დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების მაქსიმალური ვადა 31 ოქტომბრამდე გადაავადეს. მიუხედავად ამისა, დიდ ბრიტანეთს შეუძლია არ ისარგებლოს გადავადების პირობებით და ვადამდე დატოვოს ევროკავშირი იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთის პარლამენტი და მთავრობა შეთანხმდება და პარლამენტი ტერეზა მეისა და ევროკავშირს შორის მიღწეული შეთანხმების დოკუმენტს მოიწონებს. თუკი „ბრექსიტი“ 31 ოქტომბრამდე მოხდა, ის მოხდება შეთანხმების რატიფიკაციის მომდევნო თვის პირველ რიცხვში.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ვენესუელაში შექმნილ ვითარებასა და წარმოქმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს ეხებოდა, ნიკოლას მადუროს უკანონო მთავრობის წარმოამდგენელს სხდომის დატოვება ურჩია, წერს Bloomberg. „მთელი პატივისცემის მიუხედავად, ბატონო ელჩო, თქვენ აქ არ უნდა იყოთ, თქვენ უნდა დაბრუნდეთ თქვენს პრეზიდენტთან და უთხრათ მას, რომ მისი დრო გავიდა“, 0 მიმართა პენსმა დიპლომატს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დასძინა, რომ ისურვებდა დარბაზში „ვენესუელას თავისუფალი მთავრობის“ (იგულისხმება ხუან გუაიდოს ადმინისტრაცია) წარმომადგენელი ეხილა და არა „დიქტატორ მადუროსი“.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...