10:19 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაერთიანებს ერთი მიზანი - მოქალაქეების დაცვა თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან
მაიკლ პენსმა გაეროში ვენესუელას ელჩის შეცვლა მოითხოვა

სიახლეები

საერთაშორისო სავალუტო ფონდი გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს კიდევ ერთხელ ამცირებს

 

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2019 წელს 3,3%-მდე შეამცირა. მსოფლიოს ეკონომიკის შესახებ გამოქვეყნებულ აპრილის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წელს გლობალური მშპ-ის ზრდის იანვრის პროგნოზთან შედარებით 0,2%-ით უფრო დაბალი ზრდის მაჩვენებელია მოსალოდნელი.

 

2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ფონდის ექსპერტთა შეფასებით, 3,6%-ს შეადგენს. ანგარიშის თანახმად, მოსალოდნელია აშშ-ის ეკონომიკური ზრდის 0,2%-იანი შეფერხებაც, რაც ძირითადად საგადასახადო რეფორმისა და რეპატრიაციის ეფექტის შემცირებით იქნება გამოწვეული. 2019 წელს ამერიკის ეკონომიკა 2,3%-ით გაიზრდება.

 

შემცირდა ევროზონის პროგნოზიც: თუ სამი თვის წინ ფონდი ევროზონაში 1,6%-იან ზრდას წინასწარმეტყველებდა, ახლა ეს რიცხვი 1,3%-მდე შეამცირა. რაც შეეხება ჩინეთს, ჩინეთის 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6,6%-დან 6,5%-მდე შემცირდა.

 

საქართველოსთვის 2019 წელს  4.6%-იანი ეკონომიკური ზრდაა ნაწინასწარმეტყველები, რაც 0,1%-ით ჩამორჩება გასული წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. მიუხედავად ამისა, ფონდის აზრით, 2020 წელს ჩვენი მშპ-ის ზრდის ტემპი აჩქარდება და 5%-ს მიაღწევს.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

განათლებაზე გაწეული ხარჯები და განათლების ხარისხი

22 თებ 2021კვირის გრაფიკი

       როგორც განათლების ხარისხით ასევე განათლებაზე გაწეული ხარჯებით საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით აუტსაიდერია. რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული მოსწავლის...

ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში

15 თებ 2021კვირის გრაფიკი

       ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების კლება აღინიშნება. Ourworldindata-ს მონაცემებით, ისრალეში ბოლო ორი კვირის განმავლობაში...

რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?

8 თებ 2021კვირის გრაფიკი

       ერთ მასწავლებელზე მოსწავლეთა საშუალო რაოდენობის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. Ourworldindata-ს 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში თითოეულ...