18:44 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
როგორ უსწრებდა Apple დროს - 1993 წელს დამზადებული ჭკვიანი, სენსორული ეკრანით აღჭურვილი ტელეფონი (ვიდეო)
2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 43%-ით არის გაზრდილი

სიახლეები

ეკვადორის საელჩოში 7 წლიანი ცხოვრების შემდეგ ჯულიან ასანჟი დააკავეს

 

ლონდონის პოლიციამ WikiLeaks-ის დამაარსებელი ჯულიან ასანჟი დააკავა მას შემდეგ, რაც  ეკვადორმა მისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარი თქვა და ის ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოდან გააძევა, სადაც ასანჟი ბოლო 7 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მართლმსაჯულებას ემალებოდა.

 

სკოტლანდ იარდის ინფორმაციით, ასანჟი დაკავებულია ამერიკული მხარის მოთხოვნის საფუძველზე. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც კარგად ჩანს, როგორ გამოჰყავთ საელჩოს შენობიდან WikiLeaks-ის დამაარსებელი და ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურა.

 

ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ განვითარებულ მოვლენებს Twitter-ზე  მიკრობლოგი მიუძღვნა და ახსნა, თუ რატომ უთხრა უარი ასანჟს თავშესაფარზე.  პრეზიდენტის თქმით, ჯულიანმა არაერთხელ დაარღვია საერთაშორისო კონვენციები და ამის გაგრძელება შეუძლებელი იყო.

 

„ასანჟის შეურაცხმყოფელმა და აგრესიულმა მოქმედებებმა, მისი მეგობარი ორგანიზაციების მხრიდან მტრული და მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელებამ ეკვადორის მისამართით და საერთაშორისო შეთანხმებებისა და პირობების დარღვევამ შექმნა ვითარება, როცა თავშეფარის მინიჭება შეუძლებელი გახდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

თავის მხრივ, მოვლენებს გამოეხმაურა WikiLeaks-ის ოფიციალური Twitter-იც და განაცხადა, რომ ეკვადორმა საერთაშორისო წესრიგი დაარღვია, როცა საელჩოში ბრიტანეთის პოლიცია შეიყვანა.

 

ასანჟმა პოლიტიკური თავშესაფარი ეკვადორის საელჩოში, ლონდონში, 2012 წელს მიიღო და მას შემდეგ საელჩოს ტერიტორია არ დაუტოვებია. ჯერჯერობით ასანჟი ბრიტანული სასამართლოს წინაშე წარსდგება, შემდეგ კი გაირკვევა, სად მოხდება მისი ექსტრადიცია, ეკვადორსა თუ აშშ-ში.  

 

WikiLeaks - საერთაშორისო არაკომერციული ჟურნალისტური ორგანიზაციაა, რომელიც აქვეყნებს ანონიმური წყაროებიდან მოპოვებულ, ჩვეულებრივ ხელმიუწვდომელ დოკუმენტებს. ვებ-გვერდმა ფუნქციონირება დაიწყო 2006 წელს. ამოქმედებიდან ერთ წელიწადში გვერდმა 1,2 მილიონზე მეტი დოკუმენტი გამოაქვეყნა.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოური ვალუტის მიმართ?

12 აგვ 2019კვირის გრაფიკი

2019 წლის პირველ შვიდ თვეში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტასთან გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით მაღალი იყო გაუფასურება უკრაინულ...

როგორია საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე საქართველოს ბანკებში?

5 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ხუთი ყველაზე მსხვილი ბანკის მონაცემები აჩვენებს რომ ანაბრების საპროცენტო განაკვეთები ლარში ვადიანობის გათვალისწინებით 7.7%-დან დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, ხოლო დოლარში 1.7%-დან 4%-ის...

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში და მსოფლიოში

29 ივლ 2019კვირის გრაფიკი

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში მსგავსი შემოსავლების მქონე ქეყნებთან შედარებით უფრო მაღალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 60.5%-ს აქვს...

პოპულარული

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

22 ივლისი, 2019კვირის გრაფიკი