00:03 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
ეკვადორის საელჩოში 7 წლიანი ცხოვრების შემდეგ ჯულიან ასანჟი დააკავეს

სიახლეები

როგორ უსწრებდა Apple დროს - 1993 წელს დამზადებული ჭკვიანი, სენსორული ეკრანით აღჭურვილი ტელეფონი (ვიდეო)

 

ავსტრალიელი გამომგონებელს ხელში ჩაუვარდა Apple-ის მიერ 1993 წელს დამზადებული ტელეფონი, რომელიც მაღაზიის ვიტრინებზე არასოდეს მოხვედრილა. ცნობილია, რომ ყოველი ახალი მოწყობილობის გამოსვლამდე Apple ქმნის ათობით პროტოტიპს და ისინი დღის სინათლეს ვერ ნახულობენ, თუმცა ამ კონკრეტულ მოდელს მნიშვნელოვანი თვისებები გამოარჩევს.  

 

გამომგონებელმა სონი დიქსონმა, რომელმაც ეს ტელეფონი მოიპოვა, გადაწყვიტა ამ თემისთვის ვიდეობლოგი მიეძღვნა. მოწყობილობის სახელია Wizzy Active Lifestyle Telephone (WALT) და ის თანამედროვე iPhone-ის შორეული წინაპარია. როგორც დიქსონი ამბობს, კომპანიამ ეს მოდელი Macworld-ის გამოფენაზე, ბოსტონში დააანონსა.

 

მოწყობილობა წარმოადგენდა სტაციონალური ტელეფონისა და პლანშეტის მიქსს, რომელიც სენსორული ეკრანითა და მეტალის კორპუსით იყო აღჭურვილი. მოწყობილობა ამჟამადაც ფუნქციონირებს, ოპერაციულ სისტემა Mac OS 6.0.8-ზე და იყენებს HyperCard-ის პროგრამულ უზრუნველყოფას.

 

WALT 46 წამში ირთვება და იტვირთება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური მოდელი, რასაც შეეძლო 1993 წელს ეარსება. ტელეფონს შეეძლო შეესრულებინა ტელეფონის, ფაქსის, უბის წიგნაკის ფუნქცია. მეტიც, მის მფლობელს შეეძლო ესარგებლა ინტერნეტით. ეს იმ დროს სრულიად წარმოუდგენელი იყო.

 

მართალია, WALT საკმაოდ ნელია და ბრძანებებზე გვიან რეაგირებს, თუმცა ეს ასე მხოლოდ ახლა ჩანს, 2019 წელს. ტელეფონის აღჭურვილია Apple-ის საფირმო კალმით - პირველი თაობის სტილუსით, რომელიც მის სენსორულ ეკრანზე წერის საშუალებას გაძლევთ. ექსპერტების შეფასებით, 1993 წელს მოწყობილობის მთავარი პრობლემა ფიზიკური კლავიატურის არქონა გახდა, რაც მომხმარებელს უდიდეს დისკომფორტს უქმნიდა.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო და გლობალური დათბობა

24 თებ 2020კვირის გრაფიკი

გლობალური დათბობის გაგრძელების შემთხვევაში დღევანდელი პროგნოზით საქართველოს ზღვისპირეთის გარკვეული ნაწილი დაიტბორება. ტემპერატურის არსებული ტემპით მატების შემთხვევაში...

კორონავირუსი და მისი გავრცელების ტემპი მსოფლიოში

17 თებ 2020კვირის გრაფიკი

                კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის მონაცემებით ვირუსის ყოველდღიური საშუალო ზრდა 2750-ს შეადგენს...

კორონავირუსი და ნავთობი

10 თებ 2020კვირის გრაფიკი

            კორონავირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასი შეამცირა. ნავთობზე ფასის განსაკუთრებული ვარდნა მოხდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების...