19:35 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორგი ქობულია ევროკავშირის ელჩს და GIZ-ის წარმომადგენლებს შეხვდა
როგორ უსწრებდა Apple დროს - 1993 წელს დამზადებული ჭკვიანი, სენსორული ეკრანით აღჭურვილი ტელეფონი (ვიდეო)

სიახლეები

საღამოს საკითხავი

 

საღამოს საკითხავი

 

2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით საქართველოს რკინიგზის ჯამურმა სატვირთო გადაზიდვამ 2.5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 105 ათასი ტონით მეტია, ხოლო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი 2018 წლის პირველი კვარტლის შემოსავალს 3.2 მილიონი აშშ დოლარით აღემატება. მატება განპირობებულია, როგორც მშრალი ტვირთების სავაგონო გზავნილების, ასევე საკონტეინერო გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდით. 2019 წლის პირველ კვარტალში გადაიზიდა 1.48 მილიონი ტონა მშრალი სავაგონო ტვირთი, 2018 წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 9% - ითაა გაზრდილი.

ლონდონის პოლიციამ WikiLeaks-ის დამაარსებელი ჯულიან ასანჟი დააკავა მას შემდეგ, რაც ეკვადორმა მისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარი თქვა და ის ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოდან გააძევა, სადაც ასანჟი ბოლო 7 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მართლმსაჯულებას ემალებოდა. სკოტლანდ იარდის ინფორმაციით, ასანჟი დაკავებულია ამერიკული მხარის მოთხოვნის საფუძველზე. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც კარგად ჩანს, როგორ გამოჰყავთ საელჩოს შენობიდან WikiLeaks-ის დამაარსებელი და ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურა. ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ განვითარებულ მოვლენებს Twitter-ზე მიკრობლოგი მიუძღვნა და ახსნა, თუ რატომ უთხრა უარი ასანჟს თავშესაფარზე. პრეზიდენტის თქმით, ჯულიანმა არაერთხელ დაარღვია საერთაშორისო კონვენციები და ამის გაგრძელება შეუძლებელი იყო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის პირველის სამი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 1 016 098 მგზავრს მოემსახურა. 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მგზავრთნაკადი 20.93%-ით (175 865 მგზავრით), ხოლო 2017 ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63.02%-ით (840 233 მგზავრით) არის გაზრდილი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 804 673 მგზავრს მოემსახურა, რაც 11.15%-ით (80 732 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2018 წლის კვარტალური (I) მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. იანვარ-მარტში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 51 900 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 41.19% ით (15 140 მგზავრით) მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა 2019 წლის I კვარტლის მდგომარეობით არსებული ტურიზმის სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა. პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დაესწრო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კერძო სექტორი. 2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 882,130 შეადგინა, რაც 42,590-ით მეტია 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +5.1%). 2019 წლის 3 თვეში საქართველოში 1,617,548 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2.2%-ია.

მდიდარი ქვეყნები სოციალურ დახმარებებში საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად 8 ათას აშშ დოლარს ხარჯავენ. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა უკმაყოფილოა. ადამიანების უმეტესობას ეჩვენება, რომ დახმარება, პენსია და შეღავათები ადეკვატური არ არის და ის უსამართლოდაა გადანაწილებული. ამ საკითხებზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშშია საუბარი. ორგანიზაცია ბოლო პერიოდში აქტიურად ცილობს სოციალური პროექტების კორექტირებას, გაზრდილი ეკონომიკური უთანასწორობისა და პოპულიზმის ფონზე, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის. ანგარიშში ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სოციალური პროგრამები მნიშვნელოვანია კაპიტალიზმის „გადაჭარბებების“ აღმოფხვრისთვის. ამ პროგრამების დახმარებით განვითარებული ქვეყნები ცდილობენ მოაწყონ ეკონომიკა ისე, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი ყველაზე აისახოს, ხოლო უთანასწორობა შემცირდეს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოური ვალუტის მიმართ?

12 აგვ 2019კვირის გრაფიკი

2019 წლის პირველ შვიდ თვეში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტასთან გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით მაღალი იყო გაუფასურება უკრაინულ...

როგორია საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე საქართველოს ბანკებში?

5 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ხუთი ყველაზე მსხვილი ბანკის მონაცემები აჩვენებს რომ ანაბრების საპროცენტო განაკვეთები ლარში ვადიანობის გათვალისწინებით 7.7%-დან დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, ხოლო დოლარში 1.7%-დან 4%-ის...

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში და მსოფლიოში

29 ივლ 2019კვირის გრაფიკი

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში მსგავსი შემოსავლების მქონე ქეყნებთან შედარებით უფრო მაღალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 60.5%-ს აქვს...

პოპულარული

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

22 ივლისი, 2019კვირის გრაფიკი